ჩამოყალიბდება თუ არა კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპად – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ვირუსი ბობოქრობას შეწყვეტს და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს.
„პანდემიას და ეპიდემიას ასეთი რამ ახასიათებს: დაწყნარდება ვირუსი და დაწყნარდებიან ადამიანებიც. აუცილებლად ეს ვირუსი გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ერთი პირობით – ასეთი აგრესიულობის გარეშე“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
კომენტარები