• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორძაია ცესკოს: გადმოგვეცით ბიულეტენის ნიმუში ექსპერტიზის ჩასატარებლად

ალია ავტორი - ალია
12:30 10-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, მან და მისმა პარტიამ საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბნის შედეგი გაასაჩივრეს. ამის მიზეზი კი, ვიდეომტკიცებულებების სახით, ქართული ოცნების კომისიის წევრების ქმედებაა, კერძოდ, ისინი, კორძაიას თქმით, არჩევნებამდე თავიანთ ამომრჩეველს ხმის მისაცემად ამეცადინებდნენ.

“მათ ეუბნებიან, რომ მეორე მხარეს გამოჩნდება ვის გააფერადებენ. გუშინდელი გადათვლის შედეგებით, ყველა ბულეტენზე ჩანს, როგორ მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ამომრჩევლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების, თავისუფალი არჩევნის გაკეთების უფლების შელახვა. მას ჰქონდა ტოტალური და მასობრივი ხასიათი.

ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ დღეს, არავის აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს, ვინ გააკეთა ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევანი”, – განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაია მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, რომ არ უარყოს ბიულეტენზე გაფერადებული წრის შემჩნევადობა.

“თქვენ ყველას ასწავლიდით, რომ ბიულეტენი უნდა გადააბრუნოთ და ისე შეაცუროთ, მაგრამ ფარულობას არ იცავდა არც ერთი პროცედურა, რადგან გადაბრუნების შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამიტომ ამ გაყალბებასა და ზემოქმედებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი.

გადმოგვეცით ბიულეტენის ნიმუში, იმისათვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ის ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს. წინააღმდეგ შემთხვვაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება დღის წესრიგში, მასობრივი ძალადობისა და მასობრივად, ტოტალური ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით”, – თქვა თამარ კორძაიამ.

ერთიანობის წევრის განცხადებით, ის, ასევე, ცესკოსგან მოითხოვს ოპოზიციური პარტიებისთვის, იმ ქვითრების გადაცემას, რომელიც სმარტმატიკის ვერიფიკაციას დაადასტურებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved