“კონტროლდება მდინარე ყარნებას კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა” — ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გავრცელებულ განცხადებაში წერს და აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურები მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე მუშაობენ.
მერიის ცნობით, ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
“კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. მდინარის კალაპოტი გაიწმინდება მეწყრული მასისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის უსაფრთხო გადინება.
მდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება,” — აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები