კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდა — ავიაკატასტროფის შედეგად არიან დაშავებულები და დაკარგულები.
ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ჰუგო ალეხანდრო ლოპესის ინფორმაციით, ბორტზე სულ 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 115 სამხედრო მოსამსახურე. ამ დროისთვის 4 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო ათობით დაშავებული სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ პუერტო-ლეგისამოში მოხდა, სადაც Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა აფრენისას განიცადა.
ადგილობრივი მეხანძრის განცხადებით, ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ბორტზე არსებული გარკვეული ასაფეთქებელი მოწყობილობები აფეთქდა, რამაც ვითარება მნიშვნელოვნად დაამძიმა.
ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.














კომენტარები