• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კოკაინის იატაკქვეშა ლაბორატორიები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აღმოაჩინეს“ – რას ამბობს ნარკოლოგი

ალია ავტორი - ალია
10:48 06-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
553

„კოკაინის ასეთი მასშტაბებით მოხმარებაში ჩაშვება ონლაინ შავმა ბაზრებმა ძალიან გაამარტივა. საზღვარზე კონკრეტულ ინერტულ ნივთიერებად შემოდის, დამზადებით კი სწორედ ქვეყნის ფარგლებს შიგნით ამზადებენ“, – განაცხადა ნარკოლოგმა, ზურაბ სიხარულიძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში კოკაინის მოხმარების მასშტაბები საგრძნობლად გაზრდილია და დინამიკა მაღალი სისწრაფით პროგრესირებს.

“იატაკქვეშა ლაბორატორიები პირდაპირ ბინებზე აღმოაჩინეს”

„გასული წლების პერიოდში, საქართველოში კოკაინის მოხმარება მცირე მასშტაბებით, ეპიზოდურად იყო, ბოლო ორი წელია კი სულ უფრო და უფრო იმატებს, ინტენსიურად მოიხმარს ბევრი ადამიანი.

საერთოდ, კოკაინმა ჩვენს ბაზარზე თავი კარგად დაიმკვიდრა და გავრცელებაც მოხერხებულად ხდება. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა, ეს ნივთიერება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია აქტიურად გავრცელებული, ქართველები რაშიც „გამორჩეულები“ ვართ ისაა, რომ 3-ჯერ უფრო მეტს მოვიხმართ.

კოკაინის ასეთი მასშტაბებით მოხმარებაში ჩაშვება ონლაინ შავმა ბაზრებმა ძალიან გაამარტივა. საზღვარზე კონკრეტულ ინერტულ ნივთიერებად შემოდის, დამზადებით კი სწორედ ქვეყნის ფარგლებს შიგნით ამზადებენ. მაგალითად, შეიძლება შემოიტანონ ერთი ჭიქა კონკრეტული ნივთიერება და მისგან 1 კილოგრამამდე კოკაინი დაამზადონ.

გასულ წელს ვნახეთ კიდეც შემთხვევები, როცა იატაკქვეშა ლაბორატორიები, პირდაპირ ბინებზე, აღმოაჩინეს როგორც თბილისში, ისე ქუთაისსა და ბათუმში. ცხადია, ასეთ პირობებში დამზადებული კოკაინი ხარისხობრივადაც დაბალი დონისაა და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უფრო მეტად სახიფათოა, მეტად აჩენს დამოკიდებულების შეგრძნებასაც და ა.შ. ასე რომ, ასეთი ფაქტები საკმაოდ მომრავლებულია და მასშტაბები სულ უფრო და უფრო იზრდება“, – განაცხადა სიხარულიძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved