• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოალიცია “ძლიერი საქართველო ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ამომრჩეველს მიმართა

ალია ავტორი - ალია
20:59 10-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

12 საათში, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ ერთადერთი სწორი არჩევანი და  უარი ვუთხრათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში! ბრძოლის ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ, როგორც საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელმა, პროდასავლურმა პარტიამ ავირჩიეთ არის უალტერნატივო მშვიდობიანიგზა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.

მივიღეთ გამოწვევა და შევედით ბრძოლის უმძიმეს ველზე, რომ არ დავტოვოთ საქართველოს მოქალაქე მოღალატე, ძალადობრივი რეჟიმის პირისპირ კიდევ მრავალი წელი.  

ამ ნაბიჯით, „ძლიერი საქართველო-ლელო“ ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას და ქვეყნისთვის ისტორიულ, გარდამტეხ მომენტში ვდგებით ხალხთან ერთად და ერთიანი ძალებით შევდივართ ამ ბრძოლაში. ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციით და ყველა კონსტიტუციური გზით ვიბრძვით ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი გზით ჩამოსაშორებლად! ეს არის ბრძოლა თითოეული ქალაქისთვის და სოფლისთვის, თითოეული ადამიანის უსაფრთხოებისთვის და სოციალური კეთილდღეობისთვის!

გამარჯვების მისაღწევად, თითოეული მოქალაქის ჩართულობა და მონაწილეობა არჩევნებში უმნიშვნელოვანესია. ეს ის გარდამტეხი მომენტია, როდესაც ერთმა ხმამ შესაძლოა გადაწყვიტოს ჩვენი ქალაქის ბედი და ჩვენი მომავალი. ამიტომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ ეტაპს და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.

ხვალ, მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნებისმისაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად! ხვალინდელი არჩევანით, ქართველმა ხალხმა უნდა მოიპოვოს ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლითაც ის რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დაამარცხებს!   

რეჟიმის ჩამოშლა შესაძლებელია მის სუსტ წერტილებზე ძლიერი დარტყმით.  სწორედასეთი “სუსტი წერტილია” თბილისი, რომელიც ოცნებამ უკვე წააგო და წააგებსხვალაც, თუ ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე.  თბილისის წაგება კი შესაძლოა გახდეს ის წერტილი, საიდანაც რეჟიმის ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყება.

თბილისმა დაინახა ამ კამპანიის დროს რომ მას აქვს არჩევანი – ეს არჩევანი ირაკლი კუპრაძეა, ახალი თაობისა და ახალი ფორმაციის, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომლის არჩევითაც ჩვენ დავასრულებთ თბილისის მკვლელობას და ოპოზიციური დედაქალაქი დააჩქარებს რეჟიმის დასასრულს.

 ერთად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოფლები!

ერთად უნდა დავიბრუნოთ საქართველო!

არასდროს დანებდე! მოდი არჩევნებზე!!!!

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved