• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კლინიკების ასოციაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კელი დეგნანს წერილით მიმართავს

ალია ავტორი - ალია
11:19 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს წერილით მიმართავს.

ასოციაცია ელჩს მიხელ სააკაშვილის სამოქალაქო პოლიპროფილურ კლინიკაში გადასაყვნად დახმარებას სთხოვს. ასევე, მიმართავს თხოვნით, სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესი, აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და ამერიკის სამედიცინო საზოგადოება.

“ქალბატონო კელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკვე 42 დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს, მთელი რიგი სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციების მოშალს, მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს იშემიური მოვლენები და პოლიორგანული უკმარისობა. ერთდროულად რამდენიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევის და ორგანული ცვლილებების ჩამოყალიბების შემთხვევაში ჩნდება რისკი, შეუქცევადი პროცესების განვითარებისა, რისი სრულფასოვანი მართვა საქართველოს პირობებში შეუძლებელია, შესაბამისი პრაქტიკის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სიმწირის გამო. მიუხედავად ამისა, იგი გადაყვანილი იქნა “ციხის ამბულატორიის” ტიპის დაწესებულებაში, რომელიც არ აკმაყოფილებს კლინიკისთვის საჭირო, არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო კრიტერიუმებს. 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, აშკარად ირღვევა პაციენტის უფლებები, რეალური საფრთხე ექმნება საქათველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და მის ფიზიკურ უსაფრთხობას. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესმენები, აშშ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, ამერიკის სამედიცინო საზოგადოება. ამავე დროს გთხოვთ, უშუალოდ მოახდინოთ კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და დაგვეხმაროთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას ექიმთა კონსილუმის დასკვნის შესაბამისად, საქალაქო პოლიპროფილურ ( ტიპი C) მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში ან საუკეთესო შემთხვევაში გადაყვანილი იქნას, იგი გერმანიაში, შესაბამისი კვლაიფიკაციის მქონე კლინიკაში, მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის თვალსაზრისით. 

ქალბატონო კელი, თქვენი უშუალო და დროული მოქმედების შედეგად გადავარჩენთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, ვუზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას და ქვეყანას ავარიდებთ მოსალოდნელ დესტაბილიზაციას”, – აღნიშნულია წერილში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved