• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კლინიკა სააკაშვილის შემოსვლის პირველი დღიდანვე შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს – ზურაბ ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
12:40 02-22-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,092

კლინიკა მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის პირველი დღიდანვე თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს – ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკის მიზანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებაა და მას ყველა საჭირო კვლევა უტარდება.

ჩხაიძის განცხადებით, ექიმები თავისის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ პაციენტსაც იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს.

„კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველი დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები იგივე, რაც აპრობირებულია, დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა. პაციენტისთვის კეთდება ყველა საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება, ეს იქნება ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მაგრამ მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება – ეს არის პაციენტის მხარე და სამედიცინო მხარე. მე შემიძლია ყველა ჩვენი ექიმის, ჩვენი კლინიკის სახელით თამამად გითხრათ, რომ ჩვენი ექიმები თავისის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც. უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რა მიზანიც სამედიცინო მხარეს გააჩნია. ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ამ მიზნის მიღწევა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია პაციენტზეც. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რატომ არის ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი შედეგი, რაც დღევანდელი დღისთვის გვაქვს. შემიძლია გაგახსენოთ და ყველამ კარგად იცის, რომ თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა მას მართალია, უჭირს გადაადგილება. ამაზე მკურნალი ექიმი უფრო მოგახსენეთ, თუ რა არის ამის მიზეზი. ჩვენი მხარის მიზანი არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იქნეს გამოყენებული მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან,“ – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved