• რეკლამა
  • კონტაქტი
11:19, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, კივიან – ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ!” – რობერტ სტურუა

ალია ავტორი - ალია
02:10 04-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

“ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და  ქ ა ლ ე ბ მ ა
1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!” – რუსთაველის თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა მსახიობ ბესო ზანგურის მიმართ ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს Facebook-ზე ეხმაურება. მას კომენტარში შეახსენეს, რომ ქალებმა კი არ დაიწყეს რეპრესიები, არამედ, ძალადობის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა, რაზეც რეჟისორი ასე პასუხობს – “წინათ, ქალი, ქმარი რომ მიატოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია, დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან – ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!”. [სტილი დაცულია].

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

“არ მახსოვს, პირველად რა მიზეზი იყო, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ, მე ვიყავი ორსულად, მცემა, ძალიან” – ამბობს მაყაშვილი და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ, ძალადობის ფაქტები ძალიან ხშირად ხდებოდა.

“მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა ან მოწყენილი ვყოფილიყავი…ან უბრალოდ ქუჩაში დანახული ბიჭი. მერე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს, რის კომპენსირებასაც ჩემთან ცდილობდა, რადგან ძალიან მარტივია, სუსტი დაჩაგრო და ხელი დაარტყა იმას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს” – თქვა მსახიობმა.

კითხვაზე, რატომ პატიობდა, ნინუცა მაყაშვილი პასუხობს, რომ ძალიან ეშინოდა.

“იყო რიგი მუქარების… ვერავის ვუყვებოდი, რადგან ძალიან რთულია… ყველა ელოდებოდა ჩემგან, რომ მეთქვა – მიშველეთ და ვერ ვამბობდი, ბოლოს ვთქვი – მიშველეთ.

ბოლო წვეთი იყო ის, რომ გასტროლებზე იყო წასული და რომ ჩამოვიდა, ბებიაჩემთან ვიყავი ჩასული ბავშვთან ერთად. ღამის 4-საათზე მომაკითხა, მიუხედავადა იმისა, რომ ვთხოვე, ბავშვთან ერთად დავრჩები, დავიძინებთ-მეთქი, არაო. 4 საათზე მოვიდა, ბავშვი გავაღვიძე, წავედით სახლში და რომ დაიწყო ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილის რვამდე” – ყვება მაყაშვილი.

ტელეწამყვანის თქმით, სწორედ იმ დილით გადაწყვიტა სახლიდან გაქცევა და შვილის წაყვანა.

“ზუსტად მქონდა 10-15 წუთი სახლიდან გამოსაქცევად, 6 ჩანთა ბავშვიანად მოვიკიდე და მე-10 სართულიდან ჩამოვედი ფეხით, ტელეფონი არ მქონდა, გამოვიძახე ტაქსი მეზობლის დახმარებით, სადარბაზოდან გასვლის მომენტი მახსოვს ძალიან ცუდად, ვფიქრობდი, რომ თუ დამინახავდა, საოცრება მოხდებოდა. ტაქსის ვთხოვე, კარი გაეღო, ჩანთებით და ბავშვით შევწექი სავარძელზე და გეხვეწები, დროზე წადი-მეთქი, კაცი გაკვირვებული იყო… მოვიდა მერე [ბესო ზანგური], მაგრამ მერე დედაჩემი მედგა ზურგში” – თქვა მაყაშვილმა.

“ახლა ჩემი თავის იმედი მაქვს უკვე, მაშინ არ მქონდა… არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, ზოგადად ვთვლიდი, რომ არ იყო სწორი მომენტი, სწორი დრო… ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მემარტივება ამაზე საუბარი” – ამბობს ტელეწამყვანი.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ “თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას”. თავად ბესო ზანგური ძალადობის ფაქტებს უარყოფს.

“სიცრეუა აბსოლუტური, ეს არის  5 000 ლარის გამო მოგონილი ტყუილი, დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები, რომ გამოძიებას გავცე პასუხები, ნინუცა მაყაშვილამდეც მყოლია ცოლი და მის მერეც მყავს მეუღლე, არც ერთი ასეთ რაღაცას არ იგონებს” – უთხრა ზანგურმა რუსთავი 2-ს.

ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური ერთად 2 წელი ცხოვრობდნენ, მათ ერთი შვილი ჰყავთ. მსახიობის თქმით, მისი მიზანი არა ყოფილი ქმრის დასჯა, არამედ სხვა ქალების ძალადობისგან დაცვა და მათთვის მაგალითის მიცემა იყო.

წყარო: ,,ტაბულა”

თეგები: ბესო ზანგურირობერტ სტურუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved