ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს “გამარჯვების დღესთან” დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა, სადაც მისი ქვეყნის “მტკიცე სოლიდარობა” გამოხატა მოსკოვის მიმართ. ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-მა გაავრცელა.
9 მაისს გაგზავნილ წერილში კიმმა “მტკიცე სოლიდარობა გამოხატა რუსი ხალხის საქმის მიმართ, რომ აღმოფხვრან პოლიტიკური და სამხედრო საფრთხე და შანტაჟი მტრული ძალების მხრიდან”.
მან ასევე გამოხატა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება.
ჩრდილოეთ კორეამ საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთს უკრაინაში შეჭრის ფონზე, თებერვალში ქვეყნის ლიდერმა ომი აშშ-სა და დასავლეთის “ჰეგემონურ პოლიტიკას” დააბრალა.
კომენტარები