კიევში, სოფიას მოედანზე ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გაიმართა. როგორც უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ნაძვის ხეს სიმბოლურად „უძლეველობის ხე“ უწოდეს.
12 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე უკრაინის დროშის ფერებშია განათებული.
„სიმბოლურად ჩვენს საშობაო ხეს უძლეველობის ხე ვუწოდეთ, რადგან გვინდა, ვაჩვენოთ, რომ უკრაინელებს ვერ გატეხენ ჩვენ წინაშე არსებული დიდი გამოწვევების მიუხედავად. ამ დილით კამიკაძე დრონებით იერიში განხორციელდა რუსეთის მხრიდან, რომელსაც სურს, გაყინოს უკრაინელები, დატოვოს ისინი გათბობის, წყლის, ელექტროენერგიის გარეშე. ამის მიუხედავად, ჩვენ ვიბრძვით და მარტივად ვერ გაგვტეხენ“, – განაცხადა კლიჩკომ.














კომენტარები