უკრაინის დედაქალაქში, უმაღლეს რადას მიმდებარე მოედანზე “ანტივაქსერების“ მარში დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მისი ცნობით, წვიმის მიუხედავად, პარლამენტთან რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა. აქცია დილის 8 საათზე დაიწყო.
ძირითადი მოთხოვნები საკარანტინო წესების გაუქმება, სავალდებულო მედიცინის აკრძალვა და ადამიანების უფლებების დაცვაა.
აქციას მხარი დაუჭირა ყოფილმა დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აეროპორტში ყალბი კოვიდ-პასპორტით დააკავეს.














კომენტარები