ბუჩის რაიონის სოფელ მიროცკოეს რაიონში სამარხი იპოვეს, სადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იყო დამარხული. ამის შესახებ სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ, ბევრს ხელები შეკრული აქვს, გარდაცვალების მიზეზი კი თავში ცეცლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები გახდა.
კომენტარები