• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კიდევ დიდხანს თუ შევაჯიბრებთ “ჩვენს” და “სხვის” მსხვერპლს, საქართველო მუდამ მახვერპლად შეწირული იქნება” – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
18:54 11-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

“სახელმწიფოსთვის ძალიან საშიშია ის ხალხი, რომელიც დღესაც დარწმუნებით გვიმტკიცებს, რომ 7 ნოემბერს დილის 6 საათიდან მოყოლებული ძალადობის ყველა ტალღა მართალი და სწორი იყო, რომ უფრო მაგრად უნდა ვეცემეთ და ტელე იმედიც კიდევ ადვილად გადარჩა, იმიტომ რომ თურმე რუსული ამბოხი იყო ქუჩაში, რომ ზონდერების მარში თბილისის ქუჩებში “ბადრის რა” ძახილით, სამშობლოს სიყვარულით ანთებული პატრიოტიზმის გამოვლინება იყო” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი. 
მისი თქმით, თუ 7 ნოემბრის სახელით მოვაწყობთ 5 ივლისს, 5 ივლისის სახელით მორიგ 6 ნოემბერს და ამ ბოროტების, კაცთმოძულეობის და სახელისუფლებო ძალადობის მანკიერი წრიდან კიდევ დიდ ხანს ვერ გამოვალთ. 
“რას ნიშნავს მახსოვს 7 ნოემბერი? მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს რომელიც იმ დღეს განვიცადეთ? იმ ადამიანების სიძულვილს ვინც 7 ნოემბერი დააყენა? თუ მეხსიერებიდან იმ იდეის ვერ გაქრობას, რომ მუდამ ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ვერასოდეს, ვერცერთმა ხელისუფალმა, ვეღარ გაგვიბედოს 7 ნოემბერი?უკომპრომისო ვიყოთ ძალაუფლებით გარყვნილთა მიმართ? – სახელმწიფოსთვის ძალიან საშიშია ის ხალხი, რომელიც დღესაც დარწმუნებით გვიმტკიცებს, რომ 7 ნოემბერს დილის 6 საათიდან მოყოლებული ძალადობის ყველა ტალღა მართალი და სწორი იყო, რომ უფრო მაგრად უნდა ვეცემეთ და ტელე იმედიც კიდევ ადვილად გადარჩა, იმიტომ რომ თურმე რუსული ამბოხი იყო ქუჩაში, რომ ზონდერების მარში თბილისის ქუჩებში “ბადრის რა” ძახილით, სამშობლოს სიყვარულით ანთებული პატრიოტიზმის გამოვლინება იყო. იგივე ადამიანები, მეორე წუთს  თუ 5 ივლისის გამო ცრემლებს დაღვრიან და სოლიდარობას მოითხოვენ, ბუნებრივია მოკავშირეებს ვერ გაიმრავლებენ;- ზუსტად ასევე საშიში არიან ის ადამიანები მრავლისმეტყველი, ჭკუისდამრიგებლური გამოხედვით რომ გეტყვიან მართლა გჯერათ რაც გესმით 5 ივლისზეო? ან ნუ მკრეხელობთ და ნუ ადარებთ ამ ორ მოვლენასო და სხვა. იცით რატომ არ გამოვიდა სახელმწიფო აქ და აქამდე? სწორედ ამ “ღირსებისა” და “პატრიოტიზმის” საბურველში გახვეული ფარისევლობის გამო. სწორედ იმიტომ, რომ არც 7 ნოემბრის და არც 5 ივლისის დაზარალებულის თუ ჭირისუფალის უმრავლესობა არ გმობს ამ დღეებს ჰუმანიმზმის, ადამიანის სიყვარულის, დემოკრატიის, თავისუფლების იდეის ხელისუფალთა მიერ დახრჩობის მცდელობის გამო. უმრავლესობისთვის ეს მისი პირადი შურისძიებაა, პირადი ვენდეტა მათი აზრით ცუდი კაცების და ცუდი ქალების წინააღმდეგ და სხვა არაფერი.სწორედ ამიტომ 7 ნოემბრის სახელით მოვაწყობთ 5 ივლისს, 5 ივლისის სახელით მორიგ 6 ნოემბერს და ამ ბოროტების, კაცთმოძულეობის და სახელისუფლებო ძალადობის მანკიერი წრიდან კიდევ დიდ ხანს ვერ გამოვალთ. სწორედ ამიტომ კიდევ დიდხანს შევაჯიბრებთ “ჩვენს” და “სხვის” მსხვერპლს ….საბოლოო ჯამში კი ეს სახელმწიფო, საქართველო რომ ქვია, მუდამ მახვერპლად შეწირული იქნება. – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved