ხვალ, 21 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგან ის არის ჭეშმარიტად საერთაშორისო სტანდარტების უნივერსიტეტი“, – აღნიშნა მიხიელ ჩხენკელმა.
კომენტარები