დღეს, 5 მაისს, ხულოში მოთოვა. სოფელ თხილვანაში, როგორც ამ სოფლის მცხოვრები თეიმურაზ ქამადაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ამ დროისთვისაც ინტენსიურად თოვს.
სოფელში ხეხილი აყვავებულია. როგორც თეიმურაზ ქამადაძე გვეუბნება, შესაძლოა თოვლმა ყვავილი დააზიანოს, რაც მოსავლიანობაზეც აისახება. „შეიძლება მოყინოს“- გვეუბნება ქამადაძე.
წყარო:ბათუმელები
კომენტარები