ხორვატიის პრემიერმინისტრმა, ანდრეი პლენკოვმა უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა.
25 იანვარს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არაა და ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია მოვლენებს მაქსიმალურად ჩამოშორდება. გარდა ამისა პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინა ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად რჩება.
“მისი განცხადება უკრაინაში კორუფციის შესახებ არ არის ჩვენი პოზიცია, მე მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი უკრაინელებს”, – დაწერა პრემიერმა.














კომენტარები