• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხომ ვურჩევდი, ნუ შეეხებით იმას, რაც არ გესმით-მეთქი… არ დამიჯერეს და… – ლელა კაკულია

ალია ავტორი - ალია
10:46 12-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30,505

ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არქივიდან მისი წინასწრმეტყველებები ვრცელდება.

“ქალბატონო ლელა, ქვეყნის შიდაპოლიტიკაზე კარგა ხანია, არ გვისაუბრია…

— გახსოვს, როგორ გავიძახოდი, ქართულ პოლიტიკაში დრო გაჩერდება, თითქოს ყველაფერი გაიყინება, ხალხს პოლიტიკა აღარ დააინტერესებს-მეთქი?
ჰოდა, დადგა ეს მომენტი: არაფერი სერიოზული და მნიშვნელოვნი ქვეყანაში, მის შიდაპოლიტიკაში არ ხდება. აი ამას ნიშნავდა ჩემი სიტყვები, სხვას კი არაფერს. რა უნდა ვთქვა, როცა ამ თემაზე ინფორმაცია არ მოდის? ჩემით ხომ არ მოვიგონებ რამეს, ან წარსულში ათასჯერ ნათქვამს ხომ არ გავიმეორებ მუდმივად? წინასწარმეტყველება წინ მიდის და მეც ზუსტად იმას ვიმეორებ, რასაც მანახებენ და მეუბნებიან. თუ ვინმეს აინტერესებს, რა მოხდება საქართველოს ახლო მომავალში, გაზეთის წინა ნომრები გადაიკითხოს და პასუხსაც იხილავს.

დარწმუნებულები ბრძანდებოდნენ ყველანი, რომ ჩემი ნათქვამი თითოეული სიტყვა პირწმინდად ასრულდება.

— ვფიქრობ, ბევრი ადამიანი დარწმუნდა იმაში, რომ თქვენი წინასწარმეტყველებები მართლაც უზუსტესად სრულდება და ამიტომაც შეწყდა აღვირახსნილი ლაშქრობა ლელა კაკულიას წინააღმდეგ.

— ჰო, მართლა, სად დაიკარგნენ ჩემი „მეგობარი“ პოლიტოლოგ-ჟურნალისტები? ძალიან მაგრად ხომ არ მოხვდათ ცხვირში? აკი ძალიან მაგრები და ჭკვიანები იყვნენ, რატომ ჩაიძირნენ ასე ერთმანეთის მიყოლებით?

ხომ ვურჩევდი, ნუ შეეხებით იმას, რაც არ გესმით, თქვენვე გავნებთ-მეთქი ეს. არ დამიჯერეს და თვითონვე აქვთ სანანებელი, თორემ მე ვერაფერი დამიშავეს და ვერც დამიშავებენ.

ეს იქით იყოს, მთავარი რჩევა მინდა მივცე საქართველოს მთავრობას: არცერთი წამით არ შეწყვიტოთ ქართული არმიის შეიარღება და მოძლიერება! ჯარი ისე უნდა მომზადდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდეს შეტევაზე. აუცილებლად უნდა გვქონდეს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შეიარაღება, ანუ შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტი.

იცოდეთ, ქართული არმია უფრო ძლიერი იქნება, ბევრი ქვეყნის არმიაზე ძლიერი. ამას დაერთვება, ერთი მხრივ, პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება, მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის აალება და მერე ჩვენ დავსხდეთ და ვუყუროთ სანახაობას.

ჩრდილოეთ კვკასიის ქვეყნებმა თავად უნდა მიხედონ საკუთარ საქმეებს, მათი პრობლემების გადაწყვეტა ჩვენი საქმე არ არის. აფხაზეთში ხომ დარბოდნენ და ქართველებს თავებს აჭრიდნენ, ახლა საკუთარ თავებზე იწვნიონ ყველაფერი.

ევროპასთან და ამერიკასთან უნდა ვითანამშრომლოთ, როგორც ცივილურმა სახელმწიფომ, მაგრამ ისე კი, რომ არავინ გაბედოს, შეეხოს ქართულ კულტურას, ენას, სახელმწიფოებრიობას. სხვა ერებისადმი ტოლერანტობა ევროპამ და ამერიკამ საკუთარ სახლმწიფოებში გამოიჩინონ. ჩვენ კი ის უნდა ვაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყნას სჭირდება; ანუ, ევროსაბჭოს თუ ევროკავშირს დავეთანხმოთ რაღაც შემოთავაზებებზე, მაგრამ ვეცადოთ, ხელი არ მოვაწეროთ იმას, რაც ქვეყანას არ სჭირდება – მაგალითად, უცხოტომელების საქართველოში დაფუძნება, რომლებიც უნდა წავიდნენ აქედან”, – აღნიშნულია ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved