ზუგდიდში მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილეებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. მათ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაიკავეს და თქვეს, რომ მმართველ გუნდს ბიუჯეტის მიღების საშუალებას არ მისცემენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე წერს, რომ საკრებულოში პოლიცია გაგზავნეს და მოშიმშილეების ადგილიდან გაყვანას ძალით აპირებენ.
“მოშიმშილეებმა გადმოინაცვლეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ჭიდაობა მოგვიწია ლეიბების შეტანაზე მაგრამ მაინც შემოვედით.
ვადაგასულ საკრებულოს არ მივცემთ უფლებას არა ზუგდიდელების არამედ საკუთარი კეთილდღეობის ბიუჯეტი მიიღონ”, – წერს ანი წითლიძე.
კომენტარები