ჩვენ ვაპირებდით საწუწაო თოფებით დავხვედროდით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში, მაგრამ გადავიფიქრეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ პარლამენტში თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილიც შევლენ, საკანონმდებლო ორგანოში შეიძლება ხინკალი დაახვედრონ.
„ვიფიქრეთ, რომ ამას რაღაც პოლიტიკური კუდები მოებმებოდა და ვერავის დავაჯერებდით, რომ ჩვენ უბრალოდ გავაგრილეთ ჩვენი კოლეგები.
რაც შეეხება ხინკალს, ვათვალიერებდით, გავიარ-გამოვიარეთ, შემოსასვლელი რომ არის, იქ არის მოაჯირებზე კარგი დასადები ადგილი და გვინდა, გამოვიყენოთ, როცა ქალბატონი თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემობრძანდებიან პარლამენტში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით “გირჩის” წარმომადგენლებმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა ხინკალზე სანაძლეო დადეს.
კომენტარები