• რეკლამა
  • კონტაქტი
15:05, სამშაბათი, 10 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელს ცახცახით მიაჭერენ ღილაკს, მაგრამ მერე იძულებულები გახდებიან მურუსიძეს დაურეკავენ და დაავალონ, რომ მელია არ დამიჭირონ – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
11:51 02-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ნიკა მელია მისთვის უფლებამოსილების მოხსნის კენჭისყრას არ დაესწრება. პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დილიდან პარტიის ოფისში იმყოფება. მელია ისევ იმეორებს, რომ მასზე დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააპატიმრებენ.

“ზურგი შემექცია საზოგადოებისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ასი ათასობით ამომრჩევლისთვის, აი დავუშვათ და დღეს ვყოფილიყავი პარლამენტში, შიგნით, ალეკო ელისაშვილის გვერდით, მე დღეს შემიწყვეტდნენ უფლებამოსილებას, შემიჩერებდნენ იმუნიტეტს, თუ არა? რა თქმა უნდა, არა. მეტიც, ნებისმიერი საკითხი, რომელზეც შეიძლება მე უბრალოდ მიმემართა “ქართული ოცნებისთვის” და მეთხოვა რურუას გათავისუფლებიდან დაწყებული, რურუას გაათავისუფლებდნენ კი არა, საკუთარ რამდენიმე დეპუტატს დაიჭერდნენ, ოღონდ მე შევსულიყავი პარლამენტში.

რაც არ უნდა გააკეთონ ახლა ამათმა, გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ. საქართველოს არც ერთი მოქალაქის დაჭერა არ შეიძლება გავრილოვის გამო, იმიტომ რომ 20 ივნისს საერთო ეროვნულ გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა და მე ვიყავი ერთ-ერთი, მხოლოდ ხო? ხელის ცახცახით ღილაკს როგორც ჩანს მიაჭერინებენ, მაგრამ მერე იძულებულები გახდებიან “ქართული ოცნების” ეს პოლიტიკური კლასი, თუ ამას კლასი შეიძლება ეწოდოს, ტელეფონს ხელში აიღებენ, მურუსიძეს დაურეკავენ და დავალებას მისცემენ, რომ მელია არ დაიჭირო, იმიტომ, რომ თავზე ჩამოგვენგრევა პოლიტიკური ხელისუფლებაო. ამას გააკეთებენ. შესაბამისად, გირაოს როგორც დავპირდი, არ გადავიხადე და ვერ დამიჭერენ და ამას ვნახავთ მინიმუმ დღის ბოლოს ან ხვალ,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი – წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ
ახალი ამბები

თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი – წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

14:07 06-10-2025
ნანი ბრეგვაძის კონცერტი – თიბისი
ახალი ამბები

ნანი ბრეგვაძის კონცერტი – თიბისი

13:44 06-10-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

16:31 06-09-2025
ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია – თიბისი ბანკი
ახალი ამბები

ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია – თიბისი ბანკი

13:53 06-09-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved