“ამ ამოცანის შესასრულებლად ხელისუფლებამ ჩააჩოჩა უცნაურად წასული ვასაძე და “დაჯდა” ულტრა-კონსერვატულ ტრენდზე,” – ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხუხაშვილი თავის პოსტში აღნიშნავს, ხელისუფლებამ ოქლოკრატიული მმართველობითი სისტემის ფორმირება დაიწყო.
“ხელისუფლებამ დაიწყო ოქლოკრატიული მმართველობითი სისტემის ფორმირება.
მისი ფორმირებისთვის ადამიანთა მაქსიმალურ რაოდენობას უნდა გაუთიშო გონება, გაუმძაფრო თავდაცვითი ინსტიქტები, აჩვენო მტრის ხატი და მაქსიმალური აგრესიით მიუქსიო.
ეს მტერი არ არის მხოლოდ ჟურნალისტი. მტერია ყველაფერი განსხვავებული იმისგან, რა კოდიც ჩაიდება ბრბოს ფორმირებისთვის.
ამ ამოცანის შესასრულებლად ხელისუფლებამ ჩააჩოჩა უცნაურად წასული ვასაძე და “დაჯდა” ულტრა-კონსერვატულ ტრენდზე. ეს ყველაზე ნოყიერი ნიადაგია ფრონტის ხაზის გასატარებლად.
კარგი ის არის, რომ ულტრა-კონსერვატიზმის ბაზაზე აშენებული ოქლოკრატიის სისტემური ფუნქციონირება შეუძლებელია და გარდამავალი ეპოქისთვისაა დამახასიათებელი…” –წერს ხუხაშვილი.
კომენტარები