• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს, როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველაფერი დასტაბილურდება – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
12:08 12-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ მიზანი იყო, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების შემცირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ წლის პირველ ნახევარში იყო ძალიან კარგი მაჩვენებლები და მესამე კვარტალი იყო სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისად ინვესტიციების შემცირებას მთავრობის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ ჰქონია.

„ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც წლის განმავლობაში ერთი კვარტალი შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე სხვა კვარტალი. მთლიანობაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები. პირველი ათი თვის ჭრილში წელს გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, მთელი მთავრობა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ არათუ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები. რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ მიზანი იყო, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს. როდესაც ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში, მცირდება მისი მოტივაცია, რომ ესტუმროს ჩვენს ქვეყანას ან ჩადოს ინვესტიციები. თუმცა, ეს არის მოკლევადიანი. იგივე ხდებოდა ლარის კურსთან დაკავშირებით, როდესაც იყო ეს ვითარება, ლარის კურსიც გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა როგორც კი დასტაბილურდა ვითარება, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმაც დასტაბილურება. იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს ამ საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველაფერი დასტაბილურდება. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved