• რეკლამა
  • კონტაქტი
19:19, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლება უკანონოდ საჯარო მოხელეებსაც უსმენს და უთვალთვალებს- „ქართული ოცნება” ახალ სკანდალში ეხვევა

ალია ავტორი - ალია
18:57 04-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
324

ტოტალური თვალთვალი საჯარო უწყებებში -“ქართული ოცნება” ახალ სკანდალში ეხვევა. ოპოზიციის, ჟურნალისტების და მღვდლების შემდეგ, ირკვევა, რომ ხელისუფლება უკანონოდ საჯარო მოხელეებსაც უსმენს და უთვალთვალებს.. – ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს

კონტროლდება ყველა საჯარო უწყებაში თანამშრომლების პერსონალური კომპიუტერები – ვინ რომელ საიტზე და რა მიზნით  შევიდა. ყველა ეს მონაცემი არქივდება და სერვერზე გროვდება.

თანამშრომლების  პერსონალურ ინფორმაციას უკანონოდ მოპოვების ფაქტი ინსპექტორის სამსახურმა ერთ -ერთ სამინისტროში უკვე დაადასტურა, თუმცა არსებობს ეჭვი რომ ადამიანების პერსონალურ მონაცემებს ყველა უწყებაში უკანონოდ აგროვებენ.

უფრო კონკრეტულად, ყველაფერი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოში, ანონიმურად შესული შეტყობინებით დაიწყო, სადაც წერილის ავტორი ამბობდა, რომ ერთ-ერთ უწყებაში თანამშრომელთა პირად მონაცემებს უკანონოდ მოიპოვებდნენ.

საგამოძიებო უწყებამ კი დაადგინა რომ ამ უწყებაში 3 000 კომპიუტერში ჩამონტაჟებული იყო ისეთი პროგრამა სადაც დასაქმებულების შესახებ ინფორმაცია გროვდებოდა. საუბარია მათ შორის სოციალურ ქსელში პირად მიმოწერებზე.

აღსანიშნავია, რომ სერვერზე წვდომა სამინისტროს 30 მაღალჩინოსანს ჰქონდა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში სანდრო შელია “პირველებს” ეუბნება, რომ სამუსაო ეკრანის ჩარევა პირად სივრცეში ჩარევაა და მსგავსი პროგრამის თანამშრომლების გაუფრთხილებლად დაყენება თვალთვალია:

„ნორმალური მიღებული პრაქტიკა არის, სხვადასხვა ტიპის ანტივირუსული, პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება სახელმწიფო კომპიუტერებზე. ასევე, შეიძლება შემოღებულ იქნას გარკვეული შეზღუდვები გარკვეულ საიტებზე შესვლის ან პროგრამის თვითნებურად დაყენების კომპიუტერზე, მაგრამ როდესაც საუბარი მიდის მთლიანად ეკრანის ჩაწერაზე და ყველა ღილაკის დაჭერის დაფიქსირებაზე ჩემი აზრით და ბევრი ადამიანის აზრით , დარწმუნებული ვარ,  ეს არის ჩარევა პირად სივრცეში ადამიანის. მითუმეტეს თუ ეს კეთდება გაუფრთხილებლად რა თქმა უნდა ეს არის თვალთავლი” – სანდრო შელია.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved