• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელისუფლება არ არის ორიენტირებული დაყვედრებაზე და მეგობარ სახელმწიფოებს ყოველ წამს არ ახსენებს გაწეული დახმარების შესახებ“ – რატი ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
00:12 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ჩვენ ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ვმოქმედებთ იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს უკრაინის სახელმწიფოს, ბუნებრივია, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის ორიენტირებული დაყვედრებაზე და ადამიანებს და მეგობარ სახელმწიფოებს ყოველ წამს არ ახსენებს გაწეული დახმარების შესახებ. იუსტიციის მინისტრი ოპოზიციის ქმედებებსაც გამოეხმაურა და უკრაინის ნაცვლად შიდაპოლიტიკურ საკითხებზე დისკურსის გადმოტანას „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.

მინისტრმა ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და მკაფიოდ განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განცხადებების ნაცვლად, საქმით დამტკიცდა ქვეყნის პროევროპული კურსისადმი ერთგულება.

„სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში კონსტიტუციაში იქნა მიღებული ცვლილებები, რომელთა თანახმადაც გაჩნდა კონსტიტუციაში მუხლი 78 და სწორედ ამ კონსტიტუციურმა ჩანაწერმა მისცა დავალება ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ღონისძიება, რომ მოხდეს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. აი აქ გამოხატა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დავებზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ უკვე მოიგო ორი უმნიშვნელოვანესი სარჩელი: „სწორედ „ქართული ოცნების“ პერიოდში მოიგო საქართველომ საქმე უკანონოდ დეპორტირებულებზე და რუსეთის ფედერაციას დაეკისრა ვალდებულება, გადაიხადოს 10 მილიონი ევრო… საქართველომ მოიგო ე.წ ომის საქმე, რომლის თანახმადაც პირველად გაჩნდა საერთაშორისო დოკუმენტებში ჩანაწერი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი“.

მინისტრი ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ დავა სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება და მას ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ევროპასთან ისე ახლოს, როგორც დღეს არის:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში შესაძლებელი გახდა უვიზო მიმოსვლა ევროპის კავშირთან. დღეს საქართველო ევროპის კავშირთან არის ისე ახლოს, როგორც არასდროს. ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს პროევროპულობას საქმით და არა ყალბი განცხადებებით“.

თეგები: რატი ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved