• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხანძრის გაჩენის პასუხისმგებლობა ტერორისტებმა უკვე აიღეს… ლტოლვილთა რიცხვი იზრდება… მთავრობა არაფერს აკეთებს, გაჭირვებულ ხალხს მხოლოდ ჩაის ურიგებს“

ალია ავტორი - ალია
14:58 08-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

თურქეთი რამდენიმე დღეა შავმა ალმა მოიცვა – 8 გარდაცვლილი, ასობით ადამიანი კი უსახლკაროდაა დარჩენილი – ასეთია თურქეთში მასშტაბური ხანძრის შედეგი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მძვინვარებს. თურქეთის 31 ქალაქში ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ქართველი, აზერბაიჯანელი, რუსი, ხორვატი და ესპანელი მეხანძრე-მაშველები ცდილობენ, თუმცა ხანძარი იმდენად დიდი და მასშტაბურია, რომ მასთან გამკლავება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა.

რა მდგომარეობაა ახლა თურქეთში, როგორ ცდილობენ ადგილობრივები ცეცხლის სტიქიასთან გამკლავებას, for.ge თურქ მსახიობ, ემრე დენიზს ესაუბრა.

ხანძართან დაკავშირებით ახლა რა მდგომარეობაა?

– თურქეთში უკვე რამდენიმე დღეა ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი უკიდია და იწვის ჩვენი ქვეყნის 31 ქალაქი, სოფელი თუ უბანი, ხოლო 8 ადამიანი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. პირველად, როდესაც ხანძარი გაჩნდა, იყო ვარაუდი, რომ ეს დაუდევრობის – პიკნიკის შედეგი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხანძარი ტერორისტებმა გააჩინეს და ახლაც ცეცხლის ალში ვართ გახვეული. ყოველდღიურად იწვის ტყეები, ცხოველები, თითქმის სულ განადგურდა ბუნება. ჩვენი თვითმფრინავები საკმარისი არ არის ამხელა ხანძრის ჩასაქრობლად. საჰაერო დახმარებას ვითხოვთ, რათა ცეცხლი საბოლოოდ ჩავაქროთ.

რეალურად, მართლა 8 ადამიანი გარდაიცვალა, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტია?

– ჩვენ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ, მაგრამ, დიახ, ხანძარმა მხოლოდ 8 ადამიანი იმსხვერპლა.

თქვენ გვითხარით, რომ დახმარება გჭირდებათ. საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ მოემართებოდა საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სახანძრო მანქანები, ასევე ქართველი მეხანძრე-მაშველები. ცნობილია, რომ საჰაერო დახმარება რუსეთმაც გამოყო…

– დიახ, დახმარება კი მოდის, მაგრამ საკმარისი არაა. საბედნიეროდ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები როგორც შეუძლიათ, გვეხმარებიან – ესპანეთმა 2, ხოლო ხორვატიამ ერთი თვითმფრინავი გამოგვიგზავნა, თუმცა ხანძარი ისეთი მასშტაბურია, რომ ეს საკარისი არ არის.

ხანძარი ძირითადად ტურისტულ ზონებშია და თქვენთვის რამდენად არის ცნობილი, ხომ არ არიან ტურისტები დაშავებულნი?

– საკურორტო ზონები კი იწვის, მაგრამ ტურისტებს საფრთხე არ შექმნიათ.

დაზუსტებით შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო?

– დიახ, ხანძრის გაჩენის პასუხისმგებლობა ტერორისტებმა უკვე აიღეს. ისინი თავს ცეცხლის შვილებს უწოდებს. სამწუხაროდ, ხანძართან ერთად, ლტოლვილთა რიცხვიც იზრდება. მთავრობა არაფერს აკეთებს, მხოლოდ გაჭირვებულ ხალხს ჩაის ურიგებს. ხელისუფლება მოსახლეობას დასცინის.

დაზარალებული მოსახლეობა სად გადაჰყავთ?

– დაზარალებულებს ისევ და ისევ საზოგადოების ნაწილი ეხმარება, რადგან მთავრობა არაფერს აკეთებს.

ხანძარს, ალბათ, კოვიდ პანდემიაც ემატება, რამდენად დიდია თურქეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი?

– კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, მაგრამ ახლა კოვიდზე არავინ ფიქრობს, ყველას ყურადღება ხანძარზეა გადატანილი.

თურქეთის მთავრობის სამოქმედო გეგმა რა არის, რას ამბობენ?

– ყოველდღე ველოდებით მთავრობისგან, რომ რაიმეს მოიმოქმედებენ, მაგრამ ჩაის დარიგების მეტს არაფერს აკეთებენ. ერთადერთი სახელმწიფოს დახმარება ის არის, რომ მოსახლეობა, რომლის ევაკუაციაც განხორციელდა, მათ ქირას გადაუხდის, თუმცა მთლიანად არა – თუ ბინის ქირა 500 ლირა ღირს, სახელმწიფო 300 ლირას გადაიხდის.

მსახიობი ბრძანდებით, როგორც ცნობილია, თურქულ სერიალებსაც შეექმნა პრობლემები, გადაღებები შეწყდა?

– ძალიან ბევრი სერიალის გადაღება შეწყდა. მსახიობები დაზარალებულებს როგორც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით – ფინანსურად თუ პროდუქტებით.

for.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved