კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის 3 მობინადრეს და 10 თანამშრომელს. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.პანსიონატში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, კიდევ რამდენიმე პირის ტესტირების პასუხს ელოდებიან. ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 98 ბენეფიციარი ცხოვრობს.
დაწესებულების ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ინფექცია გავრცელდა ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული თანამშრომლისგან, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა.
ხანდაზმულთა პანსიონატები იმ სამიზნე ჯგუფებშია, სადაც ტესტირება გარკვეული პერიოდულობით უნდა ჩატარდეს.
ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსი ვრცელდება, რატომ ვერ ხერხდება მათი დაცვა და შესაფერისი რეგულაციით იზოლაცია, ხელისუფლებას ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.
კომენტარები