• რეკლამა
  • კონტაქტი
05:11, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხან ტანსაცმელს ვპოულობთ, ხან მანქანის ნაწილებს…“ – ახალი დეტალები სვანეთიდან, სადაც 2 მოსწავლის ძებნაში დრონებიც ჩაერთო

ალია ავტორი - ალია
10:55 05-07-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,159

სვანეთის ტრაგედიის ერთი მსხვერპლი ნაპოვნია – მაშველებმა, უწყვეტი ძებნის მეოთხე დღეს, 16 წლის ეკა ვიბლიანის ცხედარი მდინარე ენგურის შესართავთან იპოვეს. მე-12 კლასის მოსწავლე ბიძამ ამოიცნო.

სპეცაღჭურვილობითა და მძიმე ტექნიკის დახმარებით, მაშველები ახლა ავტომობილში მყოფ კიდევ ორ ახალგაზრდას ეძებენ. არეალი გაფართოვდა, თუმცა მაშველებს, რთულ გეოგრაფიულ პირობებთან ერთად, ახლა ამინდიც უშლით ხელს. ამის მიუხედავად, ძებნა-გადარჩენის ოპერაცია მდინარე ნაკრასა და ენგურის ხეობაში ამ დრომდე გრძელდება.

ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, 2 მაისს, გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მანქანა მალევე იპოვეს, თუმცა მოზარდები მასში აღარ იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ისინი მდინარის სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

საძიებო არეალი დღითი დღე იზრდება. მაშველები, მდინარე ნაკრას გარდა, უკვე ენგურთანაც არიან მობილიზებულები. დაკარგული მოსწავლეების ნივთებს თითქმის ყოველდღიურად პოულობენ. ნახულობენ იმ ავტომობილის ნაწილებსაც, რომლითაც სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან სოფელში მიდიოდნენ.

სამძებრო სამაშველო ოპერაციას ნაკრას ხეობაში რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს. ხეობაში წვიმს და ხილვადობა დაბალია. მაშველებთან ერთად, დაკარგულებს დრონითაც ეძებენ.

“მოლოდინზე ვერაფერს გეტყვით – ისეთი სიტუაციაა, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. ხან ტანსაცმელს ვპოულობთ, ხან მანქანის ნაწილებს, სხვადასხვა ადგილებში გვხვდება. მდინარე ძალიან ადიდებულია, სულ უფრო რთულდება ძებნის სამუშაოები“, – ამბობენ მაშველები.

სკოლის მოსწავლეები ერთმანეთის ნათესავები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მაისობის დღესასწაულიდან შინ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტომობილი გზაზე მოცურდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved