• რეკლამა
  • კონტაქტი
17:43, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხან კლოუნი პროფესორები გვასწავლიან ჭკუას, ხან პოპულისტი კოსტუმა ბნელები, ხან მღვდლები და ხან აქტიური ექიმები თავისი ფსევდოინტელექტუალური ბლა ბლა ბლა-თი…“ – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
11:21 11-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში წერს:

„არ ვიცი რანაირად დავწერო პოლიტკორექტულად ვიღაცების რაღაცა გრძნობებს რო არ შევეხო მარა უნდა დავწერო მაინც.

არც ვინმე კონკრეტულს ეხება ეს და არც რომელიმე კონკრეტულ ფაქტს, ეხება მთელი პანდემიის პერიოდს და ჩემი და ჩემი კოლეგების გამოცდილებას.

წელიწადზე მეტია რაც ვლაპარაკობთ, ვწვალობთ, საკუთარ ენერგიას, ცოდნას და ხშირად ფულსაც ვდებთ იმისთვის რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, ვაქცინებზე დებატებში ყველა მეორე პირდაპირ თუ ირიბ ანტივაქსერთან ჩვენ გვიწევს ჭიდაობა. ხან ვიღაცა კლოუნი თვითაღიარებული პროფესორები გვასწავლიან ჭკუას, ხან პოპულისტი კოსტუმა ბნელები, ხან მღვდლები და ხან აქტიური ექიმები თავისი ფსევდოინტელექტუალური ბლა ბლა ბლა-თი, ყველას ერთი პრეტენზია აქვს, მაგათ იციან ისეთი რაღაც რაც მთელმა მსოფლიომ არ იცის და ერთი მიზანი შემოიკრიბონ მრევლი მათ გარშემო. და ამის პარალელურად მთელი ტალახის და მძღნერის შეზელვა მათი მრევლისგან იქნება თუ გაუნათლებელი ბრბოსგან ჩვენ გვიწევს, იმის ფონზე როცა სახელმწიფო ჭუჭუს წელვით არის დაკავებული და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, ხალხი რომ არ გააღიზიანოს.უბრალოდ ახლა უკვე ისეა საქმე რომ აღარ უნდა ღრმა სამეცნიერო წიაღსვლები:

✅ პლანეტის ნახევარზე მეტია აცრილი;

✅ განვითარებული ქვეყანა არ დარჩა ვინც თითქმის სრულად არაცრა თავისი მოსახლეობა;

✅ 10 000ზე მეტი ადამიანი მოკვდა საქართველოში და ყოველ დღე 45 ადამიანის სიკვდილს სიცილით შევყურებთ ლამისაა;

✅ 20დან 49 წლამდე ასაკის 400 ადამიანი მოკვდა ამ პანდემიაში საქართველოში;

✅ და ამ 10 000 მკვდარიდან თითქმის ყველა აუცრელია და რეანიმაციაში ვინც წევს იქაც თითქმის ყველა აუცრელია.

ამიტომ ელემენტარული ლოგიკის ამბავია რა, უნდა აიცრათ თუ არა.

ხოდა რის თქმა მინდა, მაინც თუ არ აიცრებით, პასუხისმგებლობაც აიღეთ საკუთარ თავზე, რეანიმაციაში ან კლინიკაში მოხვედრისას შეშფოთება და მერე რეკვა აღარ შველის, მე კი არ მეზარება მარა ფიზიკურად არ არის ადგილები იქ სადაც გვინდა, უბრალოდ არ არსებობს მაღალეფექტური წამალი სამკურნალოდ და გადაღლილი და გაუბედურებულია მედპერსონალი და ისედაც დაბალი დონის ჯანდაცვა, კიდე უფრო უარეს დღეშია.

ამიტომ ტყუილად გექნებათ მაღალი სამედიცინო სერვისის იმედი და ტყუილად გექნებათ ჩემი იმედიც რომ მე რამეს შევცვლი.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც მეზარება და არც თავს ვარიდებ, უბრალოდ ფიზიკურად არ არის გამოსავალი და სავსე რეანიმაციებმა და კორონავირუსმა ‘’შინაურული ზარები’’ არ იცის.

ნურც ის გეწყინებათ ჩემთან სტუმრად აუცრელი რომ ვერ მოხვალთ და ნურც იმას გაიკვირვებთ, ‘’ვაიმე ამხელა ქვეყანაში ადგილი როგორ არაა რეანიმაციაში’’.

აგერ ცხვირ წინ გიდევთ ვაქცინა რომელიც მინიმალური გვერდითი ეფექტების რისკის ფონზე 90% დაგიცავთ ამ უბედურებებისგან, რეანიმაციისგან, სიკვდილისგან, გართულებებისგან და ა.შ. გინდა გაიკეთეთ გინდა არა, მარა თუ არ გაიკეთებთ პასუხისმგებლობა თქვენზეა, ვინც არ გირჩიათ გაკეთება და რაღაც მოხდა ისიც მას მოკითხეთ, მთელი პლანეტა აიცრა ლამისაა, მთელი პლანეტა! და აქ ვიღაცამ რო უფრო მეტი იცის და რაღაც გაშიფრა თუ გგონიათ, გეგონოთ.რავი მეც სიამოვნებით გავხსნიდი დიდ რეანიმაციას და გავაკეთებდი თქვენზე, აუცრელებზე, დიდ ფულს. პროსტა ამის არც ნერვები მაქვს, არც დრო, არც სურვილი და არც საწყისი კაპიტალი.

ჯანმრთელობას გისურვებთ“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved