• რეკლამა
  • კონტაქტი
01:58, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:11 10-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ორიოდე კვირის წინ ჩვენმა მოძრაობამ ამერიკის ელჩს მოუწოდა, გაესაჯაროებინა ინფორმაცია საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ. თუმცა, ქალბატონმა დეგნანმა ტრადიცია არც ამ შემთხვევაში დაარღვია და ჩვენს მოწოდებას დუმილით უპასუხა. ამასთან, ცოტა ხნის წინ, ჩვენი შეკითხვების უპასუხოდ დატოვების ფონზე, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს გასული წლების მანძილზე გულუხვად ეხმარებოდა, – ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა ავრცელებს.

„შეგახსენებთ, რომ ქალბატონ დეგნანს ჩვენ ვთხოვეთ, პირველ რიგში, დაეზუსტებინა, რამდენი შეადგინა ამერიკის მიერ გასული 30 წლის მანძილზე საქართველოში დახარჯულმა თანხამ – 6 მილიარდი, 4,5 მილიარდი თუ 3,5 მილიარდი. ელჩი ხშირად საუბრობს 6 მილიარდზე, როდესაც მათივე ოფიციალური წყაროების მიხედვით, ამერიკამ საქართველოზე 4,5 მილიარდი დახარჯა, საიდანაც საქართველოში მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა. იმ პირობებში, როდესაც ელჩი ჩვენს შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკამ საქართველოზე, საუკეთესო შემთხვევაში, სწორედ 3,5 მილიარდი დახარჯა. აქვე იმასაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში მონაწილეობით, ამერიკამ საქართველოსგან 2,5 მილიარდი დოლარის სარგებელი მიიღო. ეს კი, იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ამერიკამ საქართველოსგან არანაკლები ფინანსური სარგებელი მიიღო, ვიდრე საქართველომ ამერიკისგან.

სამწუხაროდ, ვერც იმ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, დახარჯული 3,5 მილიარდიდან რეალურად რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენი დაბრუნდა ამერიკაში, მაგალითად, მათივე ამერიკელი თანამშრომლების მიერ აღებული მრავალათასიანი ხელფასების ან ამერიკული კომპანიების მიერ მომსახურებისთვის მიღებული მსხვილი თანხების სახით.

ვერც იმ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ.

მთლიანობაში, ნაციონალური მოძრაობის, ანუ ამერიკული აგენტურის ხელისუფლებაში მოსაყვანად და მისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე ამერიკელებმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შედეგები იყო: ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების გაუპატიურება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, რეპრესიული მანქანის სამსახურში ჩაყენებული სასამართლო, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონოპოლიზებული მედია, ადამიანების დამახინჯებული ფსიქიკა და მრავალი სხვა მანკიერება, რომლის მძიმე დაღი ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, სამწუხაროდ, დღემდე ამჩნევია. ამ უმძიმესი ზიანის მატერიალური ღირებულება ამერიკული მხარის მიერ დახარჯულ 3,5 მილიარდზე ათჯერ და ოცჯერ მეტიც კი შეიძლება იყოს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნაციონალების ხელისუფლებაში მოყვანასა და შენარჩუნებაზე დახარჯულ 2 მილიარდს დახმარებაში რომ გვითვლიან, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად მიუღებელია.

ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ საელჩო ახლაც იგივე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს და 2013 წლიდან დახარჯული მილიარდი დოლარის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამას ხმარდება. ცნობილია, რომ 2012 წლის შემდეგ დახარჯული ფულის უდიდესი ნაწილით ის ენჯეოები დაფინანსდა, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში რევოლუციურ პროცესებში უკვე ორჯერ დაუფარავად იყვნენ ჩართული. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შედეგიც ისევ რეპრესიები, ავტორიტარიზმი და ახალი ომი იქნება, რაც ქვეყანას განადგურებას უქადის. შესაბამისად, ვერც იმას დავუშვებთ, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე დახარჯულ თანხებს დახმარება უწოდოთ.

ზოგადად, საუბარი იმაზე, რომ ქველმოქმედების გამო გვეხმარებით და ქართველი ხალხი ამ „დახმარების“ გამო თქვენს მიმართ თვალდახუჭულ მადლიერებას უნდა გამოხატავდეს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ნებისმიერი საელჩო მასპინძელ სახელმწიფოში საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების რეალიზებას ესწრაფვის, რაც სრულიად ბუნებრივია და ამისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს. მით უმეტეს, ეს ეხება ისეთ დიდ სახელმწიფოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც სხვა ქვეყნებში საკუთარი გავლენის გაფართოებისკენ სწრაფვა პოლიტიკის ძირითად ხაზად აქვს ქცეული. ასეთ პირობებში, საელჩოს მთავარი ამოცანა შესაბამისი ქვეყნის რესურსებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური მოხმარებაა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ამერიკა საქველმოქმედო ორგანიზაციაა და მას საქართველოს დახმარების უანგარო სურვილი ამოძრავებს, მარტივი მანიპულაციაა და მას საქმეში ჩახედული კაცი, ბუნებრივია, არ დაიჯერებს. გასული 30 წლის მანძილზე, ამერიკა დახმარებაზე მეტად, საქართველოს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა, რაზეც დღეს უფრო დეტალურად აღარ შევჩერდებით.

უკვე დეტალურად განვმარტეთ, რომ ამერიკელების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები, სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად, საქართველოში ამერიკული ინტერესების რეალიზებას უფრო ხმარდება. თუმცა, რადგან საელჩო სიმართლეს არ ამბობს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხს სიმართლე ვუთხრათ და ყველაფრის სწორად გაანალიზების საშუალება მივცეთ. ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან, ორმხრივია და ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამასთან, მნიშვნელოვანია, ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის სარგებელი, რომელსაც ამერიკა საქართველოსგან ელის. ეჭვი გვაქვს, რომ როდესაც საელჩო „ქართული ოცნების“ პროამერიკულად განწყობილ ხელისუფლებას წლების მანძილზე ებრძოდა და ნაციონალური მოძრაობით მის ჩანაცვლებას დაჟინებით ცდილობდა, სარგებელი, რომლის მიღებაც მას საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, რათა ამ ადამიანებმა, 2004-12 წლების მსგავსად, ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭულებმა მოაწერონ ხელი.

საელჩო შედარებით გულწრფელი იქნებოდა, დახმარების ნაცვლად, თუნდაც, პარტნიორობაზე რომ გვესაუბრებოდეს. რა თქმა უნდა, ამერიკასთან ჯანსაღი პარტნიორობა ჩვენთვის მისასალმებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებთან გულწრფელი პარტნიორული ურთიერთობა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ვფიქრობთ, რომ ამგვარი პარტნიორობა გაცილებით შედეგიანი და მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის. თუმცა, როცა პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, აქაც ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს. მაგალითად, ჩვენთვის მიუღებელია, ისინი პარტნიორობაზე გვესაუბრებოდნენ, როდესაც საქართველოზე დახარჯული ფულით სასამართლო სისტემის დანგრევას ცდილობენ, პარალელური ხმის დათვლის შედეგებს აყალბებენ ან მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვენ. როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ამერიკელების სტრატეგიული ამოცანა საქართველოში – სასამართლო სისტემის დანგრევა თუ მისი დამოუკიდებლობის განმტკიცება, არჩევნების სამართლიანი შეფასება თუ ხმების პარალელური დათვლის გაყალბება, მთავრობის გაძლიერება თუ მისი გადატრიალება, სიმშვიდე თუ არეულობა, მშვიდობა თუ მეორე ფრონტი და ა.შ.

რომ შევაჯამოთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოების მიმართ მეტი გულწრფელობა გამოიჩინონ და მოხმარებას დახმარება აღარ უწოდონ. ბოლოს, როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ამ პარტნიორობის შინაარსი მკაფიოდ იყოს გარკვეული და მხარდაჭერასა და ზიანის მიყენებას შორის მკაფიო ზღვარი გაივლოს. მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება გამოიღოს პარტნიორობამ ორმხრივად სასარგებლო შედეგი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

17:17 11-26-2025
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში

14:03 11-26-2025
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved