კეზერაშვილის მიერ მელიასთვის მანქანის ჩუქებაზე აუდიტმა მოკვლევა დაიწყო

325 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება ავტომობილს, რომელიც ლევან ბეჟაშვილის თქმით, ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილისგან მიიღო. “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”.- აცხადებს უწყება.