• რეკლამა
  • კონტაქტი
06:02, ორშაბათი, 14 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგად წაიკითხეთ ემიგრანტი ქალების ქმრებო, ძმებო და შვილებო…გისამძიმრებთ ცოლისა და დედის გარდაცვალებას, რომლის ღირსიც არ იყავით“

ალია ავტორი - ალია
11:45 07-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

„კარგად წაიკითხეთ საქართველოში დარჩენილო ემიგრანტი ქალების ქმრებო, ძმებო და შვილებო, კარგად წაიკითხეთ და მერე გადაწყვიტეთ, როგორ ესაუბროთ უცხოეთში თქვენივე კეთილდღეობისთვის გადახვეწილ და საკუთარი ნებითვე მონად ქცეულ ცოლს, დედას თუ დას!“, _ ეს კომენტარი ახლავს საფრანგეთში მცხოვრებ ნუგზარ სულაშვილის შემდეგ პოსტს:

„რამდენიმე დღის წინ მის სანახავად ვიყავი… მწვავე სტენოკარდიული შეტევით დააწვინეს ჰოსპიტალში. მობილურის ზარი განუწყვეტლივ რეკავდა…მივხვდი, რომ პასუხის გაცემას თავს არიდებდა…

მოვუბოდიშე, დაგტოვებ-მეთქი ვუთხარი და შემაჩერა…ვერ ვეუბნები ჩემებს, რაც დამემართა… ფული სჭირდებათ და რაიმე მიშველეო… სამწუხაროდ, იმ რაოდენობის თანხა ჯიბეზე არ მქონდა. შევპირდი, ახლავე მოვხსნი ბანკომატიდან და დავბრუნდები-მეთქი. მისამართი ჩამაწერინა, აბა, მე როგორ გავუგზავნი აქედანო. მეორე დღეს ისევ მივაკითხე. გაგზავნის ქვითარი და კოდი მივუტანე… გახარებულმა დაურეკა ქმარს _ 300-ს გიგზავნით, მეტის საშუალება არ მაქვს და ეს გამოიზოგეთო…

ყურმილიდან ყვირილის და გინების ხმა შემომესმა. ქალბატონს სახეზე ფერი დაეკარგა. არ შემიძლია, ადამიანო, მეტის გამოგზავნა, რა სიკვდილი ვქნაო. მერე ატირდა… და ქმნა სიკვდილი… დღეს საღამოს გარდაიცვალა…

პ.ს. მუტრუკებო, გისამძიმრებთ ცოლისა და დედის გარდაცვალებას, რომლის ღირსიც არც ერთი არ იყავით… როგორ გიმალავდათ საკუთარ ტკივილს. ეგონა, რომ თქვენ გეტკინებოდათ და თქვენ?!

რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა… გაუფრთხილდით ემიგრანტ ცოლებს, დედებს, ბებიებს, დებსა და შვილებს, მათ თქვენი თბილი სიტყვა, ასმაგად, როგორც აძლიერებს, ცუდი ისევე _ კლავს…”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved