• რეკლამა
  • კონტაქტი
17:16, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამფეთქებელმა მანამდე თავისი ორსული ცოლი საწამლავით მოკლა – კაპიტოლიუმზე თავდასხმის 5 ფაქტი

ალია ავტორი - ალია
13:36 01-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

200 წელზე მეტია, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში არაფერი მომხდარა მსგავსი იმისა, რაც 6 იანვარს მოხდა. ქვეყნის მთავარ საკნონმდებლო ორგანოში შეჭრილი ბრბო, რომელიც ძალით იკვალავდა გზას კაპიტოლიუმის დერეფნებში, ანადგურებდა გზად შემხვედრ ნივთებს და შეურაცხყოფდა შენობას, რომელიც დემოკრატიის სიმბოლოა. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კაპიტოლოუმის კედლები ძალადობას და უკანონობას ხედავენ.

1814 წელი

ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა, 1814 წელს, კაპიტოლიუმის შენობის გადაწვა სცადეს. შენობა მაშინ სულ 14 წლის იყო. ბრიტანელებმა ჯერ გაძარცვეს შენობა, შემდეგ კი ააფეთქეს კაპიტოლიუმის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეები, რის შედეგადაც კონგრესის ბიბლიოთეკა დაიწვა. შენობა სრულად დაწვას მოულოდნელად წამოსულმა წვიმამ გადაარჩინა. თუმცა, ისტორიკოს ბენჯამინ ჰენრი ლატრობეს მიხედვით, შენობას „ძალიან სერიოზული დაზიანება“ მიადგა.

მას შემდეგ, დაახლოებით, საუკუნის განმავლობაში, ეს შენობა რამდენჯერმე დაბომბეს, იყო გასროლებიც. ერთმა კანონმდებელმა კი ლამის მისი კოლეგა მოკლა.


1954

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი კაპიტოლიუმზე თავდასხმისა კი 1954 წელს მოხდა. მაშინ, 4 ნაციონალისტი პუერტო-რიკოდან ქალაქ ვაშინგტონში ჩავიდა და შეძახილებით „თავისუფლება პუერტო-რიკოს“, 30-ჯერ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღით, წარმომადგენელთა პალატის ვიზიტორთა გალერეიდან. მაშინ 5 კონგრესმენი დაიჭრა, ერთი მათგანის მდგომარეობა კი კრიტიკული იყო.

„აქ არ მოვსულვარ ვინმეს მოსაკლავად, აქ მოვედი, რომ პუერტო-რიკოსთვის მოვკვდე“, ყვიროდა ლოლიტა ლებრონი, თავდამსხმელების ლიდერი, დაკავების დროს.

კაპიტოლიუმი თავდასხმის ობიექტი გახდა მაშინაც, როდესაც გერმანელმა მამაკაცმა, სენატის მისაღებ დარბაზში სამი ნაღმი დაამონტაჟა. ნაღმები შუაღამისას, მაშინ აფეთქდა, როდესაც შენობაში არავინ იყო. აღმოჩნდა, რომ ამფეთქებელს მანამდე თავისი ორსული ცოლი საწამლავით ჰყავდა მოკლული. კაცმა პოლიციის მისვლამდე თავი მოიკლა.

1983 წელი

კომუნისტური მოძრაობის წევრებმა 1983 წელს, სენატი დაბომბეს. ეს მათი პასუხი იყო გრენადაში შეჭრაზე. მაშინ არავინ დაღუპულა, თუმცა შენობას ათასობით დოლარის ზარალი მიადგა.

1998 წელი

ყველაზე მძიმე თავდასხმა კაპიტოლიუმზე 1998 წელს მოხდა. მაშინ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი კაპიტოლიუმის შენობაში შევიდა, ცეცხლი გახსნა და კაპიტოლიუმის პოლიციის ორი წევრი მოკლა. ერთ-ერთმა მომაკვდავმა ოფიცერმა მამაკაცის დაჭრა მოასწრო. ის ადგილზე დააკავეს და მოგვიანებით სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ვიცე-პრეზიდენტ ჯონ კალჰუნის იქვე მდგარ ძეგლს, ნატყვიარი ახლაც ეტყობა.

2013 წელი

2013 წელს, სტომატოლოგი ქალი თავის 18 თვის გოგონასთან ერთად იჯდა მანქანაში და ავტომობილით თეთრი სახლის ტერიტორიაზე ცდილობდა შეჭრას. მას პოლიცია დაედევნა და კაპიტოლიუმთან მოკლა.

ამერიკის ისტორიაში იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა კაპიტოლიუმში არავინ შევარდნილა, სენატორები თავად გასწორებიან ერთმანეთს, მაგალითად, დემოკრატმა სენატორმა, პრესტონ ბრუკსმა 1856 წელს, თავისი ხელჯოხით სცემა სენატორ ჩარლზ სამნერს, რომელიც მონობას აკრიტიკებდა. სამნერი ისეთი ნაცემი იყო, რომ სამი წელი დასჭირდა ფორმაში ჩასადგომად. წარმომადგენელთა პალატას ბრუკსისთვის უფლებამოსილება არ ჩამოურთმევია, თუმცა ის თავად გადადგა. გადადგომისთანავე კი ისევ აირჩიეს და კვლავ სენატორის თანამდებობას იკავებდა.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved