• რეკლამა
  • კონტაქტი
21:41, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კანონი მისცემს საშუალებას, რომ ყველამ სტანდარტების ჩარჩოში იმუშაოს და უფრო აიმაღლოს თავისი მედია სტანდარტი – ნინო წილოსანი

ალია ავტორი - ალია
10:27 03-19-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
139

დეპუტატები დღეს პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც მედიას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ბრიტანულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემუშავებული ცვლილება განსაზღვრავს მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებსა და დაცვის ინსტიტუციურ მექანიზმებს.

ცვლილების თანახმად, იზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, თუმცა, ეს არ ეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს.

“აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ დაკავშირებულია ბრიტანეთის მხრიდან შემოღებულ ახალ სტანდარტებზე და იმ არსებულ ძალიან კარგ პრინციპებზე, რომელიც ევროპის რიგ ქვეყანაში მოქმედებს. ეს კანონი, საბოლოო ჯამში, მისცემს საშუალებას რომ ყველამ სტანდარტების ჩარჩოში იმუშაოს და უფრო აიმაღლოს თავისი მედია სტანდარტი. ამავდროულად, მიმდინარე განხილვების დროს, დაზუსტდა ის ფაქტი, რომ ტელევიზიებს, ვისაც აქვთ ონლაინ პლატფორმები, აღნიშნული კანონი გავრცელდება მათზეც,” – აცხადებს პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი.

სიახლეს ოპოზიცია ცენზურად და კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობად აფასებს.

“როცა ჩვენ გვექნება ბრიტანული სასამართლო, მაშინ აუცილებლად გვექნება ბრიტანული მედია. ყველა მათი გადაწყვეტილება, ყველა მათი კანონპროექტი ემსახურება ერთადერთს, შეინარჩუნონ როგორმე ძალაუფლება, ჩაახშონ განსხვავებული აზრი,” – ამბობს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, სოფო ხორგუანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved