კანადამ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო, ახალი სანქციები დაუწესა. ოფიციალური ოტავას განცხადებით, ქვეყანა რუს ოლიგარქებზე დამატებით სანქციებს აწესებს, რომლის ფარგლებშიც რუსეთში ან რუსეთიდან ფუფუნების საგნების ექსპორტი და იმპორტი იკრძალება.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაშია “ფორმულა 1”-ის სარბოლო მანქანის მძღოლი, ნიკიტა მაზეპინი, ასევე, რუსი ოლიგარქები, მათი ოჯახის წევრები და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უახლოესი თანამოაზრეები.
კომენტარები