• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, ხუთშაბათი, 29 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კალაძის ქონება 40 მილიონს აჭარბებს – როგორ ყიდულობს ახალ, ძვირადღირებულ ნივთებს თბილისის “უხელფასო”მერი მაშინ, როცა ფეხბურთელის კარიერით მოგროვილ თანხას, არაფერი აკლდება?”

ალია ავტორი - ალია
11:14 02-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

“პორშე 911” – 150 ათასი დოლარი, “ტესლა”- 40 ათასი დოლარი, თანამედროვე მოტოციკლი, 35 ათას ლარი და მილიონობით დოლარი და ევრო უცხოური ბანკების ანგარიშებზე – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია თბილისის მერის დეკლარაციიდან, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება;

ბინები თბილისში, აგარაკები თბილისთან ახლოს და ძვირადღირებული აპარტამენტები კიევის ცენტრში – მაღალანაზღაურებადი ყოფილი ფეხბურთელის მრავალმილიონიან ქონებაში ეჭვებს მხოლოდ ის იწვევს, როგორ ყიდულობს ახალ, ძვირადღირებულ ნივთებს თბილისის მერი მაშინ, როცა ფეხბურთელის კარიერით მოგროვილ თანხას, არაფერი აკლდება?

კალაძის ქონება:

კიევი – გამარჯვების გამზირი 39, თბილისის მერი მრავალსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულს მთლიანად ფლობს. 220 კვ/მ ბინაში კახა კალაძემ 150 000 დოლარი წლების წინ გადაიხადა…მეზობლები კიევიდან ადასტურებენ, რომ როდესაც კალაძე კიევს სტუმრობს საკუთარ სახლში რჩება, დანარჩენ დროს ბინას აქირავებს.

კიევი – შევჩენკოს გამზირი 11. კიდევ უფრო ძვირადღირებულია კალაძის სახლი მილიონერების კორპუსში, 700 000 დოლარად ბინა თბილისის მერმა 2005 წელს შეიძინა, თავად კალაძეს ამ სახლში თითქმის არასდროს უცხოვრია. ბინა კალაძეს გაქირავებული აქვს. 

უკრაინული ქონებიდან კახა კალაძის დეკლარაციაში მიწაც ფიქსირდება, 2019 წელს თბილისის მერმა 3000 კვადრატული ტერიტორია 2 მილიონ დოლარად გაყიდა, თუმცა უძრავი ქონების საიტზე მსგავსი ზონალური ტერიტორიები გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე კალაძის მიერ შევსებულ დეკლარაციაში წერია, ვის მიყიდა მიწა კალაძემ უცნობია.

თანხა კახა კალაძემ მყიდველისგან სამ ნაწილად აიღო, დეკლარაციაში მხოლოდ 200 ათასი დოლარი აქვს დაფიქსირებული.  

ღარიბი დედაქალაქის უმდიდრესმა მერმა მძიმე პანდემიის მიუხედავად საკუთარი ფუფუნებისთვის არაფერს იკლებს…

ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით 2 200 000 ლარი სახლის შესაძენად დახარჯა. თბილისის მერს თანხა არც სატრანსპორტო საშუალებებისთვის დანანებია – “ჰარლი დევიდსონის” უახლესი მოდელის მოტოციკლისთვის 35 ათას ლარამდე გადაიხადა. ზაფხულში ნაყიდი კიდევ ერთი მოტოციკლი- “მავერიკი” 20 ათასი დოლარი დაუჯდა.

დეკლარაციის მიხედვით ოჯახმა ამ ზაფხულს ავტოპარკი განაახლა. კახი კალაძემ თავისთვის 150 ათას დოლარად ახალი პორშე 911 იყიდა, ანუკი არეშიძემ კი, დეკლარაციის მიხედვით, ტესლას ახლა მოდელში 40 ათასი დოლარი გადაიხადა. 

წლების განმავლობაში, თბილისის მერის ანგარიშზე არსებულ დიდ ფულს თითქმის არაფერი აკლდება, საეჭვო გარემოება კი სწორედ აქ იკვეთება, რა ფულს ხარჯავს მერი საკუთარ ფუფუნებაში. 

ლისზე, ფეშენებელური სახლი ანუკი არეშიძის სახელზეა გაფორმებული და თითქმის მილიონ ნახევრად არის შეფასებული.

სახლი ბიძინა ივანიშვილის მეზობლად წყნეთში, უძველეს უბანში, ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე აუზით და ულამაზესი ხედით. 

კახა კალაძის საბანკო ანგარიშები იმაზე უფრო მდიდრულია ვიდრე მისი უძრავი ქონება. ინტეზა სან პაოლო 4 მილიონ 200 000 დოლარი, ჯულიუს ბეარ 3 მილიონ 672 375 ევრო, თბილისის მერი ამავე ანგარიშზე ინახავს 365 ათას დოლარს. ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი რომელსაც მისი ქონებრივი დეკლარაცია მოიცავს. ათასობით დოლარი და ევრო კალაძეს ქართულ ბანკებშიც ბევრი აქვს.  

კალაძის დეკლარაციაში წარმოდგენილი ანგარიშების მხოლოდ ეს ნაწილი 25 მილიონ ლარს აჭარბებს, თუმცა თანხის დიდი ნაწილი უძრავ მოძრავი ქონების სახით აქვს, საერთო ჯამში თბილისის მერის ქონება გაცილებით დიდია და 40 მილიონს აჭარბებს.

კალაძის უყვარს ფერწერული ტილოებიც, მისი დეკლარაცია ცნობილი მხატვრების საკოლექციო ნამუშევრებსაც მოიცავს  – ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი… 6 ტილო თითქმის 1 მილიონ ლარამდეა. ტილოები მის ფეშენებელურ სახლებშია გადანაწილებული.   

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved