კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც “ოცნების” პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოზიცია არაერთგზის დააფიქსირა.
„კახა კალაძე არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო აზრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ აუდიტორად წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გაბიტაშვილი ღირსეული კაცია და სწორედ ამიტომ, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას და ქვეყნის გენერალური აუდიტორი გახდება.
კომენტარები