• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კალაძის და გახარიას 55 პიარს უნდა ვუხადოთ 5 ათასი? მაქსიმალური ხელფასი 6 თვე იყოს 1000 ლარი” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:57 11-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი.

თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები.

P.S. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე.”

მოგვიანებით, ნინო ჯანგირაშვილი ​”დღის სტუმარში” საუბრისას, ამბობს:

“ეს ციფრები არ არის ჰაერიდან მოტანილი. ბიზნესი ვეღარ იხდის, გაჩერებულია, საიდან უნდა მოვიდეს ეკონომიკური ზრდა და საიდან უნდა შევიდეს ბიჯეტში ფული? ბიზნესი აღარ არსებობს და რა გამოდის? ჩვენ მაინც უნდა ამოგვაძრონ როგორმე ეს ფული და უნდა ვუხადოთ მინისტრის მოადგილეს 5 ათასი ლარი, 6 ათასი ლარი, კალაძის პიარში 55 კაცი რომ ჰყავს დასაქმებული მათ უნდა ვუხადოთ 5 ათასი ლარი, გახარიას პიარში დასაქმებულებს, კანცელარიაში დასაქმებულებს…

მე არ ვამბობ საშუალო და დაბალ რგოლზე, ვისზეც ყველაზე მეტი შრომა გადადის და უსამართლოდ ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვთ. მე ვამბობ, ვისაც აქვს 1150 ლარზე მაღალი ხელფასი, მას შეუმცირდეს. 

დეპუტატებმაც, მინისტრებმაც, მათმა მოადგილეებმაც, მთელმა ბიუროკრატიამ, სიპებმა, აიპებმა “ოცნების პარტაქტივმა” რომელიც იღებს 2 ათს, 3 ათას, 4 ათას ლარს, შეიმციროს ეს ხელფასი, მერწმუნეთ დიდი სხვაობა გვექნება და დიდი თანხა დაგვრჩება ჯანდაცვის ბიუჯეტს მაინც მოემატება ეს თანხა”

თეგები: გიორგი გახარიაკახა კალაძენინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved