• რეკლამა
  • კონტაქტი
03:56, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახიძე: შარშან, იგივე მეთოდებით ჩატარებული არჩევნების მერე, ბოიკოტი არ უნდა შეწყვეტილიყო

ალია ავტორი - ალია
16:49 10-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

პოლიტიკოსი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილის რეჟიმი:

– ხარჯავს ბევრ ფულს ამომრჩეველთა მოსყიდვაზე;
– სრულად მართავს ადმინისტრაციულ რესურსს;
– აკონტროლებს საარჩევნო კომისიებს და სასამართლოს;
– ზეწოლას ახდენს, აშინებს და ძალადობს ამომრჩევლებზე;
– დევნის და ავიწროებს პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიას. 

ამის მიუხედავად, არჩევნების ოფიციალური შედეგებითაც კი,  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სხვაობა არის მინიმალური. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები თავს მარგინალურ უმცირესობად ნუ იგრძნობთ. ჩვენც ბევრნი ვართ, როგორც მინიმუმ – არანაკლები. 

ასევე თავს ნუ მოიტყუებთ, რომ ხელისუფლებას მომხრეები არ ჰყავს და ყველა მოსყიდული ან დაშინებულია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდებიან (ჩემი აზრით), მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ. ასევე ილუზიაა, რომ სახლში ვინც დარჩა, იმათ ყველას ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანა, მათ უბრალოდ უკეთესი ალტერნატივა ვერ დაინახეს. 

ამიტომ, ახლა არც ისტერიკის დროა და არც დეპრესიის. სამუშაოა ბევრი. სამართლებრივი გზებითაც საბრძოლველია, მშვიდობიანი პროტესტიც საჭიროა, წარსული ნაბიჯებიც გასაანალიზებელია და სამომავლოც – დასაგეგმი. 

შემდგომ არჩევნებზე ოპოზიციის მხარდაჭერა უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ დამოუკიდებელი მედიის ექსიტპოლით მთავრობამ 40% ვერ აიღოს. რთულია, მაგრამ სხვა სცენარები კიდევ უფრო რთულია, მეტიც – არარეალისტური და რაც მთავარია, ქვეყნისთვის ზიანის მომტანი. 

კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა, რომ შარშან, როცა იგივე მეთოდებით ჩაატარეს არჩევნები, ბოიკოტი არ უნდა შეწყვეტილიყო და პარლამენტში არ უნდა შევარდნილიყვნენ, არც პლებისციტი უნდა დაეთმოთ, დავიღალეთ – არ უნდა ეძახათ. პოლიტიკაში ნებისყოფა და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია. ბოიკოტის საკითხი კვლავ უნდა დაბრუნდეს დღის წესრიგში. ასევე პოლიტიკური დევნის დასრულება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. 

მოქალაქეთა ნახევარი რომ პოლიტიკური პროცესის მიღმაა, ეგ სახიფათო ვითარებაც განსამუხტია და ვადამდელი არჩევნების თემაც დასაბრუნებელი. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭკვიანი, თანმიმდევრული და ნებისყოფიანი პოლიტიკოსების როლი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved