კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.
ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.
არსებული ინფორმაციით, ქალს რისკჯგუფის მქონე ადამიანებთან კონტაქტი არ ქონია. პრევენციის მიზნით, მედიკოსების გამოკვლევის დროს კორონავირუსი მას „პისიარ“ ტესტით გამოუვლინდა.
კომენტარები