გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის გელა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. მათივე თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება.
როგორც ამბობენ, 2013 წელს ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი მოკლა. დღეს კი მხარეებს შორის კონფლიქტი ქუჩაში მას შემდეგ დაიწყო, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ჩაღიაშვილმა მღებრიშვილს აგინა.
პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. დაწყებულია გამოძიება.














კომენტარები