კახეთში ავარიას 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები