გუშინ გამოვიდა ერთი დიდი ცნობილი პოლიტიკოსი, რომელმაც საჯაროდ ექიმებს თავი მოჭრა, მოჭრა თავი საზოგადოებას და ზნეობას. კაცმა თქვა კოვიდიანი მოვედიო და მიკროფონში ლაპარაკობდა. მერე იმ მიკროფონთან მიდიოდნენ სხვები. ესეიგი, პოტენციურად მან თქვა, მე ვარ კოვიდ-ტერორისტიო. ეს ხომ ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ძალიან ძნელი სანახავი და მოსასმენი იყო, – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა და ექიმმა, ლადო კახაძემ მეტრონომთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საჯარო გამოსვლას თავისუფლების მოედანზე გამართულ გუშინდელ აქციაზე. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა. მისივე განმარტებით, აქციაზე გასვლამდე მან ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო აქციაზე მისვლა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა.














კომენტარები