• რეკლამა
  • კონტაქტი
14:43, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე შევძლებთ ვიამაყოთ გარდატეხით, რომელსაც ზესტაფონში გარემოს დაცვის კუთხით მოვახდენთ

ალია ავტორი - ალია
12:56 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ზესტაფონი უმნიშვნელოვანესი ქალაქია თავისი ინდუსტრიული დატვირთვით და როლით, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში ასრულებს, – ამის შესახებ პარლამენტი თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ზესტაფონში „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.

„2012 წლის შემდეგ, ამ მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტია მთლიანობაში განხორციელებული, იქნება ეს სკოლების, ბაღების რეაბილიტაცია, მშენებლობა, გაზიფიცირება, წყალმომარაგება. რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რადგან სხვაგვარად ამის გამოსწორების საშუალება არ გვექნება.

ჯერ კიდევ 60 სოფელია, სადაც საჭიროა დასრულდეს წყალმომარაგების პროექტები. ასევე გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია, რომელსაც აუცილებლად დავასრულებთ 2024 წლისთვის, როგორც ეს დაგეგმილია.

ყველა რეგიონში გვჭირდება მდგრადი განვითარება და ამისთვის სამი უმთავრესი კომპონენტია – სოციალური, ეკონომიკური და გარემოს კუთხით განვითარება. როდესაც ზესტაფონში ვართ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გარემოზე, რადგან ეს გამოწვევაა.

დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე შევძლებთ ვიამაყოთ გარდატეხით, რომელსაც მოვახდენთ გარემოს დაცვის კუთხით, რადგან სამართლებრივი საფუძვლები არსებობს, არსებობს გაფართოებული პასუხისმგებლობების, ვალდებულებების გათვალისწინება კანონმდებლობაში და ეს ახლა უნდა ავსახოთ რეალობაში- ავსახოთ ყველა რეგიონში და ზესტაფონს ეს განსაკუთრებით სჭირდება და ამ მხრივ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული ყურადღება.

დარწმუნებული ვარ, ცენტრალური ხელისუფლება მხარში დაგიდგებათ და ამ პრობლემის აღმოფხვრას ბოლომდე შევეცდებით, რომელიც წლებია უკვე ზესტაფონში არსებობს.

შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბევრი საინტერესო პროგრამა, რომელიც გაძლევთ საშუალებას სიახლეები შესთავაზოთ თქვენს მუნიციპალიტეტს, ქალაქს – მათი გამოყენება აუცილებელია.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყველა ოჯახამდე უნდა მიიტანოს ეს შესაძლებლობა, რომელსაც ხელს უწყობს და გთავაზობთ ხელისუფლება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved