• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ამილახვარის განცხადება

ალია ავტორი - ალია
12:39 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ამილახვარის განცხადება:

მოგესალმებით, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კახა კალაძეს, როგორც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს მხარს უჭერს გამოკითხულთა 61.4% პროცენტი. წინა თვის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კახა კალაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 1,2% პროცენტით გაიზარდა. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, ჩვენ აქტიურად გადავედით საარჩევნო კამპანიაზე და შესაბამისად რეიტინგიც გაიზარდა. ყველა ლოგიკის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ეს რეიტინგი კიდევ  უფრო გაიზრდება.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, და ეს უკვე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძე არის პრაქტიკულად უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატი მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებში.   ასეთი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისელებს.

ამავე კვლევით, ასევე ქვეყნის მასშტაბით, პარტია ქართულ ოცნებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 47.2% პროცენტი, რაც თავის მხრივ, ასევე, ადასტურებს, რომ კახა კალაძის გუნდი მყარი უმრავლესობით შევა თბილისის საკრებულოში. დღეს კახა კალაძე წარადგენს  საკრებულოში თავისი გუნდის წევრებს, რაც  ამ რეიტინგს კიდევ უფრო გაამყარებს. 

კახა კალაძე და მისი შტაბი გადასულია აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე. მივდივართ ყველა უბანში, კოვიდ რეგულაციების დაცვით ვაცნობთ ჩვენს პროგრამას მოსახლეობას და ვესაუბრებით მათ საჭიროებებზე. ამის პარალელურად, ჩვენი ოპონენტებისგან ვხედავთ არა საარჩევნო პროგრამის გაცნობას მოსახლეობისთვის, არამედ იაფფასიან პროვოკაციებს თბილისის შტაბზე, რომელიც რამდენიმეჯერ განახორციელეს მათმა აქტივისტებმა საღებავების შესხმით.

ეს ყოველივე მიუთითებს, წინასწარ აღიარებულ მარცხს.  ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი დედაქალის ამომრჩევლების მხარდაჭერით კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საკრებულოში მისი გუნდიც და შესაბამისად გაიმარჯვებს თბილისიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved