• რეკლამა
  • კონტაქტი
00:55, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: მადლობა „თბილსერვისის“ ყველა თანამშრომელს, ვინც დედაქალაქს კეთილსინდისიერად ემსახურება

ალია ავტორი - ალია
12:54 08-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ღამით მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა და საკუთარი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიის თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის გაფიცვა სამწუხარო ფაქტია, რადგან მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობდა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ახლა გამოსულია და ქალაქს ასუფთავებს. იცით, თუ რა მდგომარეობა იყო, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა, კონკრეტულად მემანქანეებმა გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ნამდვილად არ იყო ის ვითარება, რომ ჩვენ არ გვქონოდა იმის შესაძლებლობა, ერთმანეთს დავლაპარაკებოდით, მოგვესმინა და გაგვეზიარებინა ერთმანეთის მოსაზრებები და ასე უეცრად, რმდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, იყო გაფიცვის მცდელობა. ადამიანების ნაწილზე, რომლებიც დაუბრუნდნენ სამუშაოს, მიმდინარეობდა ბულინგი, დაშინება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს თანამშრომლებს. ეს დასჯადია და ყოველთვის მოყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა.

„რაც შეეხება ხელფასებს: გასულ წელს 20%-იანი მატება იყო, მიუხედავად რთული ვითარებისა და პანდემიისა. არავინ ამბობს, რომ ეს საკმარისია. ასევე, იყო დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებოდით. ეს ყველამ იცოდა. ტექნიკასთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ ძალიან დიდი ტყუილი, თითქოს, ცხრა წლის განმავლობაში არ მომხდარა ტექნიკის შეძენა. ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ ყველაფრის გადამოწმება. შეგიძლიათ, ნახოთ ჩემი ორი წლის წინანდელი პრეზენტაცია, როდესაც ახალი ტრანსპორტი შემოვიყვანეთ. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი და მეტია საჭირო, უკვე შესყიდვა განხორციელებული გვაქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის რეკინსტრუქციისა და განვითათარების ბანკს თანამშრომლობისთვის. უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც იმ ტექნიკას შემოიყვანს,

რომელიც საჭიროა დასუფთავების სამუშაოების ნორმალურად წარმართვისთვის. რაც შეეხება ფორმებს, ასევე ბევრი ტყუილი მოვისმინეთ, თითქოს, რვა წლის განმავლობაში სამუშაო ფორმა არ მიუღიათ ამ ადამიანებს. ყოველწლიურად ხდება ახალი ფორმების შეკერვა. ბოლო შესყიდვაზე იყო გარკვეული პრობლემები გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით. მოხდა უნიფორმების რებრენდინგი, რამდენჯერმე მოგვიწია ტენდერის თავიდან ჩატარება, უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში ექნებათ ახალი ფორმები, როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის, ორი-სამი წყვილი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ოპონენტებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მზად არიან, ქალაქს 24 საათის განმავლობაში ემსახურონ.

„ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ: მარტო ჩვენ რომ მიგვიწიოს მუშაობა, ამ ადამიანებთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, თუმცა გარწმუნებთ, რომ მარტოს არ მოგვიწევს ამის გაკეთება, ძალიან ბევრნი ვართ, ვინც დადგება იქ, სადაც ჩვენს ქალაქს სჭირდება. პირადად მე, ჩემი თანამშრომლები, მზად ვართ, ამ ქალაქს ვემსახუროთ 24 საათის განმავლობაში. ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული და მწვანე. ეს არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენს გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოებით. თქვენ ვერ მოიტანთ ვერც ერთ ჩემს ნათქვამს, თითქოს, ვარ უკმაყოფილო „თბილსერვისის“ თანამშრომლებით. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორი, კონკრეტულად იმ პროვოკატორების მიერ, ვინც დღეს იქ აბუნტებდა ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები იღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან და მოადგილეებთან ერთად, ქალაქის ქუჩების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავებაში მონაწილეობაც მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved