• რეკლამა
  • კონტაქტი
09:06, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე 4 წლის წინ იყო

ალია ავტორი - ალია
10:39 09-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე იყო 4 წლის წინ – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს, მინდა გულწრფელად  გესაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ, ასეთი ნამდვილად ბევრია და არაერთხელ გვისაუბრია, არამედ მინდა  ისიც  შეგახსენოთ, თუ რისი გაკეთება დავგეგმეთ ამ ოთხი წლის წინ, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, სამწუხაროდ, შეფერხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს პროექტები არ განხორციელდება პირიქით ამასაც გავაკეთებთ და ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

აუცილებლად  განვავრცობ თითოეული  პროექტის  სამომავლო გეგმებს, ვისაუბრებთ  იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ამ პროექტების რეალიზებას შემდგომი წლების განმავლობაში და გაგაცნობთ საარჩევნო პროგრამის საკვანძო მიმართულებებს, ამის  შესახებ მომდევნო დღეებში სათითაოდ, თემატურად  უფრო დეტალურ პრეზენტაციებს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ფუნდამენტური პრობლემების მოსაგვარებლად მან და მისმა გუნდმა 2017 წელს შექმნეს ამბიციური და ამავდროულად რეალისტური პროგრამა, რომელიც შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არსებითი, მაშტაბური რეფორმების დაწყებას გულისხმობდა.

„ოთხი წლის წინ, მე და ჩემმა გუნდმა ჩავიბარეთ ქალაქი, სადაც წინა მმართველებმა არაერთი კარგი საქმე გააკეთეს, თუმცა  აგრეთვე უდიდესი პრობლემები დაგვრჩა მემკვიდრეობად. უკანასკნელი 30 წლის ისტორიის ქარტეხილების, სხვადასხვა პოლიტიკური,  ეკონომიკური  თუ  სოციალური,  გნებავთ, მორალური მიზეზების გამო, სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში  ფუნდამენტური პრობლემების აღმოფხვრაზე საფუძვლიანად და სისტემურად ზრუნვა ვერავინ შეძლო. მეტიც, ზოგიერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ რიგი პრობლემები კიდევ უფრო მოცულობითი  გახადა და ეს  არასწორი  გადაწყვეტილებები ქალაქის ინტერესებს დღესაც კი აზიანებენ.

ამ საკითხების მოსაგვარებლად და განვითარების  სწორ, შეუქცევად გზაზე თბილისის დასაყენებლად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა 2017 წელს შევქმენით ამბიციური და ამავდროულად, რეალისტური პროგრამა, რომელიც შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არსებითი, მაშტაბური რეფორმების დაწყებას გულისხმობდა.  ეს  იყო  სტრატეგიული ჩანაფიქრი – ერთადერთი სწორი გამოსავალი  დედაქალაქის  განახლების  და  ევროპულ სტანდარტზე  მიახლოების  მიზნის  მისაღწევად.

დიდი მადლობა ყველა თბილისელს, ვინც  ეს  უმნიშვნელოვანესი მოვლენა კარგად გააცნობიერა  და  ქალაქის საჭიროებები  პირად  კომფორტზე  წინ დააყენა, ქვეყნის ინტერესების  გათვალისწინებით.

ამ შვიდი პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე თბილისელებს უკვე ჩავაბარე დეტალური ანგარიში და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე იყო 4 წლის წინ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved