• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე მრავალფუნქციური პარკი გაშენდება

ალია ავტორი - ალია
12:28 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, ადრე გასხვისებულ,  თუმცა ამჟამად უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მასშტაბური პარკი გაშენდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად,  მირიან მეფის ქუჩის მცხოვრებელებთან  გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა.

აღნიშნული შეხვედრა მირიან მეფის ქუჩაზე, მესამე მიკრორაიონში, მე- 3 კორპუსთან, იმ ტერიტორიის მიმდებარედ გამართა, სადაც, როგორც ეს კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მხრიდან გარკვეული გამოწვევების დაძლევის შედეგად,    მრავალფუნქციური პარკი გაშენდება.  

„გარკვეული პრობლემების მიუხედავად, შედეგი მივიღეთ და  ტერიტორია უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და როგორც მაშინ დაგპირდით, აქ აშენდება რეკრეაციული სივრცე, დასასვენებელი პარკი. ეს იქნება სარბენი ბილიკები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები, ატრაქციონები, ფიტნესსივრცეები, აქ ეს ყველაფერი იქნება გაკეთებული, როგორც სხვა შემთხვევებში ვაკეთებთ ხოლმე. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ მწვანე სივრცეების განვითრებაზე. რაც გასხვისებული იყო, იმის დაბრუნებაც მოვახერხეთ და იცით, ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს, მაგალითად ვაკის პარკის. ასევე, „გუდვილის“ წინ ანბანის სკვერში, გახსოვთ, კონკრეტული შენობა-ნაგებობის ჩადგმას აპირებდნენ და გავაჩერებინეთ. ამ მიმართულებით ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მე მადლობა მინდა მხარდაჭერისთვის გადაგიხადოთ. ძალიან ვაფასებ ამ თანადგომას და გპირდებით, რომ კონკრეტული პროექტების სახით დაგიბრუნებთ ამ მხარდაჭერას უკან. გარკვეული პრობლემების იყო ამ 4 წლის განმავლობაში, რადგან მარტო ბოლო 2 წლის განმავლობაში პანდემიას ვებრძვით და  ეს პროცესი ახლაც გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და შემდეგი 4 წლის განმავლობაში რაიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას დაჰპირდა. მისი თქმით, მირიან მეფის ქუჩაზე  გაშენებული პარკი   იქნება ყველაზე მასშტაბური რეკრეაცული სივრცე დიდ დიღომში.

„რადგან  ჯანმრთელობა არის მთავარი პრიორიტეტი, მინდა, გთხოვოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.  მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ 4-წლიანი ურთიერთობისთვის, რაც ჩვენ გვაქვს, ძალიან დიდი სითბო მხვდება  ყველა თქვენგანის მხრიდან და ამისთვის დიდი  მადლობა. მადლობა ბატონ კახის, რომ მომეცა საშუალება, ჩვენ კიდევ გავაგრძელოთ ურთიერთობა და ჩვენი მომავალი თაობისთვის ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადავდგათ ერთად.  ეს პროექტი არის ის, რაც დიდ დიღომს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. მსგავსი პარკი დიდ დიღომში არ არსებობს. აქ გაშენდება ისეთი რეკრეაციული სივრცე, რომელიც გათვლილი იქნება ყველა ასაკის ადამიანზე და ყველა მათგანი თავს იგრძნობს კომფორტულად. დიდ დიღომში, სადაც ხელი მიგვიწვდა, რომ ან მონაცვლეეობა გაგვეკეთებინა, ან შეგვეჩერებინა  რაიმე მშენებლობა რეკრეაციული სივრცის სასარგებლოდ, ამაზე  მერია, საკრებულო, გამგეობა ყოველთვის ერთობლივად ვმუშაობდით“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ  ტერიტორიაზე ძველი  ფეხბურთის მოედანი მდებარეობდა, მიმდებარე ტერიტორიას კი რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა. დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროცესში ჩაერთო ქალაქის მთავრობა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, შედგა შეთანხმება ადგილმონაცვლეობის შესახებ. შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე (10 000 კვ.მ) პარკი გაშენდება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი ესწრებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved