• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – 24-საათიანი შრომის შედეგი ეტყობა ქალაქს, თუმცა გპირდებით, მეტს გავაკეთებთ თბილისისთვის

ალია ავტორი - ალია
15:42 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახაბერ ლაბუჩიძე ამჯერად, ნავთლუღში, არტურ ლაისტის მე-3, მე-4, მე-5 კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდნენ.

კანდიდატებმა ისნის მოსახლეობას ისნის რაიონში და ზოგადად დედაქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.

„წლების განმავლობაში  ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორისაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. წლის ბოლომდე დედაქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ახალი სამარშუტო სისტემა მუშავდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მეტად კომფორტული გახდეს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ბევრი მწვანე სივრცე გაჩნდა. გახსოვთ, წლების განმავლობაში სად აშენებდნენ კორპუსებს. მაგალითად, ვაკის პარკის ტერიტორიაზე 9-სართულიან კორპუსი უნდა აშენებულიყო. ეს მიდგომა დაუშვებელია. 2017 წელს ჩემი დაპირება იყო, რომ არც ერთ რეკრეაციულ სივრცეს, სპორტულ მოედანს კორპუსებისთვის არ დავთმობდით. ამ დაპირებას ზედმიწევნით ვასრულებთ და ეს ასეც გაგრძელდება. დღეს ჩვენ კოლოსალურ თანხებს ვიხდით, რომ წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორიები გამოვისყიდოთ, მაგრამ ეს ქალაქისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ვცდილობთ ქუჩებში მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შევცვალოთ, ზედაპირულად არაფერს ვაკეთებთ. ჩვენვე დავიწყეთ ძველი თბილისის განახლების პროექტი, თან ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ძველი იერსახე და გავუფრთხილდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, ყველაფერს ერთად ვერ მოვაგვარებდით, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რაც ქალაქში ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ, ერთდროულად ამდენი პროექტი არასდროს არ განხორციელებულა. 24-საათიანი შრომის შედეგი ეტყობა ქალაქს, თუმცა გპირდებით, მეტს გავაკეთებთ თბილისისთვის,“- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახაბერ ლაბუჩიძის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა. მან შტაბის წევრებს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნებში წარმატებები უსურვა.

„მინდა, კახაბერ ლაბუჩიძის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მნიშვნელოვანია საკრებულოში უმრავლესობით შესვლა, რადგან ის სამომავლო პროექტები, რასაც ვგეგმავთ განხორციელდეს. წარმატებები კახაბერს და ყველა ჩვენს თანაგუნდელს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დასასრულს, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ლაბუჩიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები შეაჯამა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ისნის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით. მათ ვესაუბრეთ დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, ვიმსჯელეთ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, მე ვიქნები ისანში თითოეული მცხოვრების ხმა საკრებულოში“, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა არტურ ლაისტის მე-3, მე-4, მე-5 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 3 500 კვ. მ. ფართობზე მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. აქ გაკეთდება ბავშვთა გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა, სტადიონი, ცხოველების სასეირნო სივრცე. უკვე დამონტაჟდა განათების ქსელი თავისი LED სანათებით ე.წ. bubble tower-ი. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. ტერიტორია გამწვანდება დაირგვება სხვადასხვა ხე-მცენარე.

შეხვედრას ესწრებოდნენ  კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved