• რეკლამა
  • კონტაქტი
22:56, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის რეაქციები სასამართლო ვერდიქტის შემდეგ

ალია ავტორი - ალია
12:04 06-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

პირველ ივნისს, ვირჯინიის სასამართლოს 7 წევრისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა ჯგუფმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ ჯონი დეპის სარჩელი დააკმაყოფილა.

ამასთან დაკავშირებით კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავმა განცხადება გაავრცელა:

„თავიდანვე ამ სარჩელის მიზანი იყო, რომ სიმართლე გამოვლენილიყო, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი. ვალდებული ვიყავი, სიმართლე სცოდნოდათ ჩემს შვილებს და ყველას, ვისაც ურყევად სჯეროდა ჩემი. ახლა უკვე ვიცი, რომ ამას მივაღწიე.

მიჭირს იმის აღწერა, თუ რას ვგრძნობდი მთელი მსოფლიოდან მიღებული უსაზღვრო სიყვარულისა და მხარდაჭერის გამო. იმედი მაქვს, ჩემი მიზანი, რომ სიმართლე გაცხადებულიყო, დაეხმარება სხვებსაც, კაცებსა თუ ქალებს, ვინც ჩემს მდგომარეობაში ყოფილა, რომ არ დანებდნენ. ასევე იმედი მაქვს, რომ ადამიანები იქამდე ჩაითვლებიან უდანაშაულოდ, სანამ მათი დანაშაული არ დამტკიცდება სასამართლოს ან მედიის საშუალებით”.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა და წერილი შემდეგი ფრაზით დაასრულა: „სიმართლე არასდროს დაიკარგება”.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ემბერ ჰერდიც:

„სიტყვებით ვერ აღვწერ იმ იმედგაცრუებას, რომელსაც დღეს ვგრძნობ. გულგატეხილი ვარ, რომ ზღვა მტკიცებულებაც კი არ იყო საკმარისი, რომ ჩემი ყოფილი ქმრის არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას, გავლენასა და ავტორიტეტს დავპირისპირებოდი.

კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, თუ რას მოუტანს ეს სხვა ქალებს. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს იმ დროში დაბრუნებაა, სადაც ქალებს ხმის ხმამაღლა ამოღების გამო საჯაროდ არცხვენდნენ და ამცირებდნენ. ეს ხელს უშლის იმ იდეას, რომ ქალების მიმართ ძალადობა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

მჯერა, ჯონის იურისტებმა მოახერხეს, რომ ნაფიცი მსაჯულებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობისთვის ყურადღება არ მიექციათ და სათვალავში არ ჩაეგდოთ მტკიცებულებები, რომლებიც იმდენად სარწმუნოა, რომ ბრიტანეთში დავა მოვიგეთ.

ვწუხვარ, რომ ეს საქმე წავაგე. თუმცა უფრო მეტად იმის გამო ვწუხვარ, რომ თითქოს ის უფლებაც დავკარგე, რომელიც მეგონა, რომ როგორც ამერიკელს, მქონდა – თავისუფლად და ღიად ლაპარაკის”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved